2017-01-16
ცხადდება მიღება რეზიდენტურაში!
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას რეზიდენტურის
ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (პროფესიული მზადება) საგანმანათლებლო
პროგრამებზე
დერმატოვენეროლოგია - 2 ადგილიოფთალმოლოგია - 2 ადგილი
რეზიდენტურაში მიღებასთან დაკავშირებით დადგენილია შემდეგი ვადები:
საბუთების მიღება - 2017 წლის 16-23 იანვარი
გასაუბრება – 2017 წლის 25 იანვარი
შედეგების გამოცხადება - 2017 წლის 26 იანვარი
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ თსუ მედიცინის ფაკულტეტს
(ბელიაშვილის 78, მედიცინის ფაკულტეტის დეკანატი, ოთახიN330 ).
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) განცხადება რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირცხვის შესახებ (თანდართული ფორმის მიხედვით);
ბ) ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შედეგად მინიჭებული სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობა ან/და შესაბამისი ცნობა;
გ) უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი საბუთი (დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
დ) ავტობიოგრაფია (CV);
ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ვ) ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4.
არასრულად წარმოდგენილი საბუთების შემთხვევაში მაძიებლის განცხადება განხილვას არ დაექვემდებარება!
« იხ. ყველა სიახლე