ბეჭდვა |/ დახურვა |
თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის სტიპენდიები საქართველოს მოქალაქეებისთვის 2011/2012 სასწავლო წლისთვის
თურქეთის რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს მოქალაქეებისთვის 2011-2012 სასწავლო წლისთვის გამოყო 40 სტიპენდია თურქული ენის კურსების, 8 სტიპენდია მაძიებლის, ხოლო 1 სტიპენდია სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამაზე.
თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა აფინანსებს სწავლას, სტუდენტურ საერთო საცხოვრებელს და სამედიცინო დაზღვევას. მგზავრობის ხარჯს ფარავს სტიპენდიანტი.
საბუთების მიღება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში იწარმოებს
2011 წლის 30 მარტამდე .
საკონტაქტო პირი - თამარ მერაბიშვილი- უმაღლესი განათლების სფეროს ჰარმონიზაციისა და საერთაშორისო ინტეგრაციის სამმართველო ტელ: 8 32 318940 (132); ელ-ფოსტა:tmerabishvili@mes.gov.ge
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდი http://www.mes.gov.ge/content.php?id=2035&lang=geo