თსუ მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტების საყურადღებოდ!
ტრომსოს უნივერსიტეტის (ნორვეგია) პროფესორი ერიკ ანდა ატარებს სასწავლო
კურსს ბიობანკის და რეგისტრების ეპიდემიოლოგიაში. სასწავლო კურსისთვის 5 მაისს თბილისში
ჩატარდება ერთდღიანი მოსამზადებელი კურსი, ხოლო უშუალოდ სასწავლო კურსი ,,ბიობანკის
და რეგისტრების ეპიდემიოლოგია’’ ჩატარდება ლოპოტაზე 6 -10 მაისს.
სწავლების ენა- ინგლისური.
დასწრება სავალდებულოა როგორც მოსამზადებელ,
ისე სასწავლო კურსზე.
კურსი ტარდება პროექტის ,,საქართველო-ნორვეგიის
თანამშრომლობა საზოგადოებრივ ჯანდაცვაში’’ ფარგლებში (პროექტის კოორდინატორი - ტრომსოს
უნივერსიტეტის პროფესორი ერიკ ანდა, პროექტის
კოორდინატორი საქართველოში - თსუ პროფესორი ნინო ჩიხლაძე).
სასწავლო კურსზე დასწრების მსურველებისგან მოტივაციის წერილი
ინგლისურ ენაზე (მაქსიმუმ 500 სიტყვა)
მიიღება
1
მარტამდე
.
მოტივაციის წერილში აუცილებლად მიუთითეთ სახელი, გვარი,
ხელმძღვანელი, სადოქტორო პროგრამის დასახელება და კვლევის თემა.
საკონტაქტო პირი: თსუ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოცირებული პროფესორი
ნატო ფიცხელაური,
nato.pitskhelauri
@tsu.ge
გთხოვთ, ველში მიუთითოთ:
ბიობანკის და რეგისტრების ეპიდემიოლოგია.
15 მარტს შედეგების შესახებ აპლიკანტებს მიეწოდებათ ინფორმაცია და გამოცხადდება შერჩეულ
დოქტორანტთა სია.
« იხ. ყველა სიახლე