2014-01-30
ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ 2014 წლის სამეცნიერო ფორუმისათვის სამეცნიერო ნაშრომის შერჩევის მიზნით თსუ მედიცინის ფაკულტეტზე ცხადდება კონკურსი
თსუ რექტორის 2014 წლის 13 იანვრის 02/01–01 ბრძანების შესაბამისად, 2014 წლის 23 აპრილს ტარდება ივ. ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამეცნიერო ფორუმი თსუ აკადემიური პერსონალის მონაწილეობით.
აღნიშნულ ფორუმში მონაწილეობისათვის, თსუ რექტორის 2013 წლის 25 ნოემბრის 150/01–01 ბრძანებით დამტკიცებული „ივ. ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ ყოველწლიურ სამეცნიერო ფორუმში მონაწილეთა განსაზღვრის წესის“ თანახმად, გთხოვთ, მედიცინის ფაკულტეტის აკადემიურმა პერსონალმა ან ფაკულტეტის სამეცნიერო პროფილის შესაბამისი დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურული ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის პირმა, მედიცინის ფაკულტეტზე წარმოადგინოთ სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ეფუძნება წინა სამი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული პუბლიკაციების შედეგებს.
წარმოდგენილი ნაშრომებიდან თსუ რექტორის 2014 წლის 24 იანვრის 11/01–01 ბრძანებით დამტკიცებული კომისია შეარჩევს ავტორის (ავტორთა ჯგუფის) სამეცნიერო შედეგების ამსახველ საუკეთესო მოხსენებას - ფორუმზე წარსადგენად.
ბოლო სამი წლის ის პუბლიკაციები, რომელთაც ეფუძნება წარმოდგენილი სამეცნიერო ნაშრომი დაურთეთ მოწოდებული ფორმის მიხედვით (დანართი).
სამეცნიერო მოხსენებისა და შევსებული ფორმის ფაკულტეტზე წარმოდგენის ბოლო ვადაა 2014 წლის 28 თებერვალი.
კომისიის თავმჯდომარე
პროფესორი არჩილ ხომასურიძე

« იხ. ყველა სიახლე