2011-04-04

ჯანდაცვის მსოფლიო დღე თსუ–ში

7 აპრილს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი, სტუდენტური ორგანიზაცია  EMSA TSU „საქართველოს ექიმთა ასოციაცისთან“ და თსუ სტუდენტურ თვითმმართველობასთან  ერთად ჯანდაცვის მსოფლიო დღეს აღნიშნავს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო)  წლევანდელ ღონისძიებას ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობას უძღვნის და მსოფლიო საზოგადოებას წამლების ბალანსირებადი გამოყენებისკენ მოუწოდებს.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 7 აპრილს 13:00  - 14:00 სთ თეთრ ხალათებში ჩაცმული მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები  საინფორმაციო ფლაერებს დაარიგებენ უნივერსიტეტის მეორე  და მეთერთმეტე (ბიოლოგების) კორპუსებში; სტუდენტები სამახსოვრო ფოტოს გადაიღებენ მეორე კორპუსის უკან მდებარე სტადიონზე - მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები ფოტოზე აღბეჭდავენ თსუ-ს. 16:00 -ზე თსუ მეორე კორპუსში, იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში (მეორე სართული) გაიხსება სემინარი ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან დაკავშირებით, რომელზეც მისასალმებელი სიტყვით წარდგებიან უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წევრები და საპატიო სტუმრები, ხოლო თსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები და საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის გამგეობის წევრები მოხსენებებს წაიკითხავენ.





Print

« იხ. ყველა სიახლე