2009-2010 სასწავლო წლიდან მედიცინის ფაკულტეტზე ამოქმედდა ზაფხულის დამატებითი სემესტრი.
მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს სასწავლო წლის დასასრულს, ზაფხულის თვეებში, პროგრამის დაძლევის მიზნით, ეძლევათ ზაფხულის დამატებითი სემესტრით სარგებლობის უფლება
სტუდენტს შეუძლია, საგანამანათლებლო პროგრამით განსაზღვრულ ვადებში, ზაფხულის დამატებითი სემესტრით ისარგებლოს ოთხჯერ.
ზაფხულის დამატებითი სემესტრის პერიოდში სტუდენტს შეუძლია მოიპოვოს არაუმეტეს 15 კრედიტისა.
სტუდენტის მიერ კრედიტების წლიური დასაშვები ოდენობა, ზაფხულის დამატებითი სემესტრის ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს 75 კრედიტს.
ზაფხულის დამატებითი სემესტრის პერიოდში სტუდენტი სწავლობს თვითდაფინანსებით.
რეგისტრაციის გასავლელად განცხადება იწერება დეკანის სახელზე!
სტუდენტს ზაფხულის დამატებით სემესტრში რეგისტრაციის გავლის უფლება ეძლევა დეკანის წარდგინების საფუძველზე და სწავლის საფასური განესაზღვრება შესასწავლი დისციპლინების კრედიტების მოცულობის შესაბამისად
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ მედიცინის ფაკულტეტის დეკანატს!
ჭავჭავაძის გამზ. 5, მედიცინის ფაკულტეტის დეკანატი, ოთახი 105