2018-05-25

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია-სიმპოზიუმი ბათუმში

თსუ მედიცინის ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭო გაცნობებთ, რომ  ა/წ 21-23 ივნისს ქ. ბათუმში ტარდება სსიპ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია-სიმპოზიუმი.

აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველებმა 25-დან 31 მაისის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ მათ მიერ შესრულებული სამეცნიერო კვლევის თეზისი, რომელიც თავის მხრივ უნდა მოიცავდეს:

 

  • თემის დასახელება, ავტორის სახელი და გვარი, თანაავტორის/ების სახელი და გვარი, ხელმძღვანელი - სახელი და გვარი, დაწესებულება სადაც შესრულდა კვლევა.
  • კვლევის მიზანი
  • კვლევის ამოცანა
  • კვლევის მეთოდოლოგია
  • კვლევის შედეგები
  • დასკვნა

 

  შრიფტი Sylfaen 11, სიტყვების მაქსიმალური რაოდენობა 500.

აღნიშნული თეზისი უნდა გადმოიგზავნოს მეილზე: anisanikidze@gmail.com  

კონფერენციაზე ერთ თემას პრეზენტაციის სახით წარმოადგენს ერთი მომხსენებელი.

Print

« იხ. ყველა სიახლე