2011-06-09

საინფორმაციო ღონისძიება „საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის“ პროგრამის (IPS) შესახებ ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში

ხუთშაბათს, 2011 წლის 10 ივნისს 12:00 საათზე გერმანიის საელჩო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გიწვევთ საინფორმაციო ღონისძიებაზე გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) სტიპენდიის პროგრამის შესახებ „საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია (IPS)“.

ღონისძიების დროს საელჩოს მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ინფორმაციას პროგრამის მიზნებისა და 2012 წლის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის შეტანის პროცედურების შესახებ. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ იმ პირებს , რომლებიც ძალიან კარგად ფლობენ გერმანულ ენას.

მისამართი: უნივერსიტეტის მე-2 კორპუსი, რუმინეთის აუდიტორია (#332) , ილია ჭავჭავაძის გამზ. #3
თარიღი: 10 ივნისი 2010
დასაწყისი: 12 საათზე

2012 წლის სტიპენდიის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად გერმანიის საელჩოში განაცხადების შეტანის ვადა 2011 წლის 30 ივნისს იწურება.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ იხილოთ ბმული
Print

« იხ. ყველა სიახლე