ბეჭდვა |/ დახურვა
 
2010-06-02

I და II კურსის სტუდენტთა საყურადღებოდ!!!!!

I და II კურსის სტუდენტთა საყურადღებოდ!!!!!

ინფორმაცია გამოცდის თაობაზე საგანში
 ,,შესავალი კლინიკურ მედიცინაში“ 

გამოცდა ჩატარდება მორფოლოგიის ინსტიტუტში, კლინიკური ანატომიის დეპარტამენტის სალექციო აუდიტორიაში (მის. ჭიაურელის ქ. N 2).

გამოცდა ჩატარდება კონფერენციის სახით, რომლის დროსაც მოხდება განვლილი მასალის საფუძველზე არჩეულ თემაზე მომზადებული პრეზენტაციების წარმოდგენა, განხილვა და შეფასება. შეფასებას მოახდენენ ის ლექტორები, რომლებიც კითხულობდნენ ლექციებს.

პრეზენტაციის თემა აირჩევა თვითონ სტუდენტის მიერ სემესტრის განმავლობაში აღნიშნულ საგანში მოსმენილი ლექციების თემატიკის გათვალისწინებით.

თითოეულმა სტუდენტმა მედიცინის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურში 11.06.10–მდე უნდა წარმოადგინოს პრეზენტაციის ელექტრონული ვერსია  (PPT ან PDF პროგრამებში). გამოცდის თარიღი დაინიშნება მოგვიანებით.

მოხსენების ხანგრძლივობა უნდა იყოს არაუმეტეს 7 წუთისა. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართება დისკუსია.

გამოცდის მაქსიმალური შეფასება – 40 ქულა
სტრუქტურა – 10 ქულა 
ცუდი – 0 
დამაკმაყოფილებელი – 5 
კარგი – 10
გადმოცემა – 10 ქულა
ცუდი – 0 
დამაკმაყოფილებელი – 5 
კარგი – 10
გაფორმება – 10 ქულა
ცუდი – 0 
დამაკმაყოფილებელი – 5 
კარგი – 10
დისკუსიაში მონაწილეობა – 10 ქულა 
ცუდი – 0 
დამაკმაყოფილებელი – 5 
კარგი – 10

Print

« იხ. ყველა სიახლე