ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-07-27

2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობა

სტუდენტები, რომლებმაც სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ელექტრონული პორტალის საშუალებით (www.eqe.ge) მოიპოვეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადმოსვლის უფლება, მომართავენ უნივერსიტეტს რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადებში (ბრძ: №173/01-01, 25.07.2018)

მობილობის ვადები:
პროცედურული ვადები: 

• დოკუმენტაციის მიღება –  22 –29 აგვისტო;
• ფაკულტეტის მიერ უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება –  30 აგვისტო - 3 სექტემბერი;
მობილობაში მონაწილეობის მსურველი პირისათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და ხელშეკრულების გაფორმება –  4-6 სექტემბერი; 
• ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და წარდგენა სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში -  11 სექტემბერი.

საგამოცდო ვადები (იმ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადმოსვლის მსურველებისათვის, რომლებსაც წინაპირობად აქვთ გამოცდის ჩაბარება): 

• უცხო ენის გამოცდა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) -  30 აგვისტო (10 საათი);
• გამოცდის შედეგების გამოცხადება -  31 აგვისტო (17 საათი); 
• გამოცდის შედეგების გასაჩივრება -  3 სექტემბერი;
• აპელაციის შედეგების გამოცხადება -  4 სექტემბერი; 
• გასაუბრება სპეციალობაში -  5 სექტემბერი. 

ვაკანტური ადგილები:

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მობილობისათვის ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ თსუ-ს რექტორის ბრძანება №166/01-01, 17.07.2018

მობილობაში მონაწილეობის მსურველი პირის მიერ წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:

მობილობის პროცესში მონაწილე სტუდენტი ვალდებულია დადგენილ ვადებში შესაბამის ფაკულტეტზე წარადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ    ათანადო წესით დამოწმებული შემდეგი დოკუმენტები

ა) განცხადება;
ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ასლი;
გ) პირადობის მოწმობის ასლი; 
დ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი;
ვ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;
ზ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა.
ი) სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა (მხოლოდ დოქტორანტებისთვის).
კ) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული) (მხოლოდ დოქტორანტებისთვის).
ლ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
მ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება

მობილობაში მონაწილეობის მსურველი პირის ჩარიცხვის ბრძანების პროექტში მოხვედრის წინაპირობაა აღიარებული კრედიტების გაცნობის შემდეგ უნივერსიტეტთან ხელშეკრულების გაფორმება –  2018 წლის 4-6 სექტემბერი;
მობილობის პროცესში მონაწილე სტუდენტი კრედიტების აღიარების შემდგომ წერილობით ადასტურებს  თანხმობას/უარსსწავლის გაგრძელებასთან დაკავშირებით.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №13, თსუ XI კორპუსი (ბიოლოგების კორპუსი), ოთახი 303, ტელ.: (+995 32) 2 30 40 70; (+995 32) 2 29 08 07.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. № 1, თსუ I კორპუსი, ოთახი №208; ტელ.: (+995 32) 2 22 21 08.

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №8, თსუ VI კორპუსი, I სართული, ოთახი №105; ტელ.: (+995 32) 2 25 17 35.

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
მის.: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. №2, თსუ, მაღლივი კორპუსი, III სართული, ოთახი №303; ტელ.:(+995 32) 2 30 41 81; (+995 32) 2 30 36 71.

საბაკალავრო პროგრამა „ტურიზმი“ - ტურიზმის სკოლა - მის.: ქ. თბილისი, ვ. ფშაველას გამზ. №44; II სართული, ოთახი №201; ტელ.: 2 39 18 75 (74)).

მედიცინის ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ბელიაშვილის №78, ა. ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტი, მე- 3 სართული, ოთახი N330 (კანცელარია). ტელ.: (+995 32) 2 91 31 25.

ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №11, თსუ III კორპუსი, ოთახი N107, ტელ.: (+995 32) 2 22 44 69.
Print

« იხ. ყველა სიახლე