სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019- 2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე „კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინა“ მიღების გამოცხადებისა და ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილი, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების,
57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „o“ და „p“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2020 წლის 6 იანვრის N29/32 წარდგინების საფუძველზე,
ვბრძანებ:
1.გამოცხადდეს მიღება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის N57/2011 დადგენილებით დამტკიცებულ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე „კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინა“
2.განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე „კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინა“ 22 ვაკანტური ადგილით.
3. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე „კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინა“ მიღების ვადები:
ა) საბუთების მიღება - 20 იანვარი -7 თებერვალი;
ბ) გამოცდა უცხო ენაში - 10 თებერვალი;
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 12 თებერვალი;
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 13 თებერვალი;
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 14 თებერვალი;
ვ) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი, იმ საგანმანათლებლო პროგრამების კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ სპეციალობის გამოცდის ჩაბარება) – 17 თებერვალი;
ზ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 18 თებერვალი;
თ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 19 თებერვალი;
ი) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 20 თებერვალი;
კ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება - 21-24 თებერვალი;
ლ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგები - 24 თებერვალი;
მ) ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან - 25-27 თებერვალი;
ნ) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის დოქტორანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 28 თებერვალი;
ო) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 2 მარტი.
4. განისაზღვროს თსუ-ს ფაკულტეტების მიმღებ კომისიებში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
ა) განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე;
ბ) განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);
გ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2019 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
დ) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);
ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ვ) სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა; ზ) სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა;
თ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ი) ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
კ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ლ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
მ) ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე; ნ) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სადოქტორო პროგრამა.
რექტორი გიორგი შარვაშიძე