2011-08-31
დოქტორანტურაში სწავლის მსურველთა საყურადღებოდ!!!
2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება შემდეგ სადოქტორო პროგრამებზე: აკადემიური საბჭოს დადგენილება №57/2011 (დანართი 1)დოქტორანტურაში მიღების ვადები : ბრძანება №74/01-01; 25.07.2011
ა) საბუთების მიღება – 5 - 13 სექტემბერი;
ბ) გამოცდა უცხო ენაში – 15 სექტემბერი;
გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 16 სექტემბერი;
დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 19 – 21 სექტემბერი;
ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 22 სექტემბერი;
ვ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება – 23 – 27 სექტემბერი;
ზ) ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან - 28 სექტემბერი – 7 ოქტომბერი;
თ) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 8 ოქტომბერი.
დოკუმენტების მიღება ხორციელდება:
მედიცინის ფაკულტეტი – ი. ჭავჭავაძის გამზ. № 5, თსუ სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრის /ყოფილი “ლეჩკომბინატის”/ ტერიტორია, შესასვლელი ეზოდან.
წარსადგენი საბუთების ნუსხა:
- განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე ( მიუთითეთ რომელი უცხო ენის ჩაბარება გსურთ);
- განმცხადებლის ავტობიოგრაფია (CV);
- ორი ფოტოსურათი 3X4, ელექტრონული ვერსია CD-ზე;
- მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის დამოწმებული ასლი, ( 2011 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულისათვის ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ);
- უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა;
- სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის შუამდგომლობა;
-
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატის ნოტარიალურად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
კანდიდატი უცხო ენის გამოცდიდან თავისუფლდება შემდეგი სერტიფიკატის წარმოდგენის შემთხვევაში.
- ქართული ენის B2 დონის დამადასტურებელი სერთიფიკატის ნოტარიალურად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი არ ირიცხება სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში (ან უარი არ ეთქვა სხვა უმაღლეს სასწავლებელში დოქტორანტურაში მიღებასა და /ან მის მიერ შერჩეული თემის დამუშავებაზე);
- სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სადოქტორო პროგრამა.
შენიშვნა: კონკურსანტს წარმოდგენილი საბუთები კონკურსის დამთავრების შემდეგ უკან აღარ უბრუნდება.
________________________________________________________________________________________________________
საგამოცდო ტესტების ნიმუშები B2
ინგლისური ენა
ფრანგული ენა
გერმანული ენა
« იხ. ყველა სიახლე