2015-02-09
დამამთავრებელი კურსის წარჩინებულ სტუდენტთა საყურადღებოდ! სტაჟირება პარლამენტში
დამამთავრებელი კურსის წარჩინებულ სტუდენტთა საყურადღებოდ!
გაცნობებთ რომ თსუ-ს და საქართველოს პარლამენტს შორის არსებობს თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც თსუ-ს დამამთავრებელი კურსის წარმატებული სტუდენტები სტაჟირებას გადიან პარლამენტში (სხვადასხვა კომისიებში) ერთი თვის განმავლობაში.
გთხოვთ მსურველებმა, განაცხადი (ტელეფონის და ელ-ფოსტის მისამართის მითითებით) დატოვოთ დეკანატში ქალბატონ ციალასთან (ოთახი 10) ამა წლის 13 თებერვლამდე.
სტუდენტები სტაჟირებას გაივლიან პარლამენტში მარტის თვეში და ამ პერიოდის გაცდენები საპატიოდ ჩაეთვლებათ.
სასწავლო პროცესის მართვის სამსახური.
« იხ. ყველა სიახლე