2015-01-20

ცხადდება მიღება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2014-2015 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ საგანმანათლებლო პროგრამებზე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ საგანმანათლებლო პროგრამაზე (იხ.რექტორის ბრძანება)

ოფთალმოლოგია -  8 ადგილი;
ინფექციური სნეულებანი – 4 ადგილი;
ენდოკრინოლოგია - 2 ადგილი;
თერაპიული სტომატოლოგია – 9 ადგილი;
ორთოპედიული სტომატოლოგია – 6 ადგილი.

საბუთების მიღება - 20-30 იანვარი
გასაუბრება - 2 თებერვალი
შედეგების გამოცხადება - 4 თებერვალი


კონკურსში
მონაწილეობის მსურველმა პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები :

) განცხადება რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირცხვის შესახებ ( თანდართული ფორმის მიხედვით );
) ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შედეგად მინიჭებული სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობა ან / და შესაბამისი ცნობა ( დედანი );
) უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი საბუთი ( დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი );
) ავტობიოგრაფია (CV);
) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ;
) ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4.

არასრულად
წარმოდგენილი საბუთების შემთხვევაში მაძიებლის განცხადება განხილვას არ დაექვემდებარება !

დოკუმენტები უნდა წარმოადგინოთ თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანატში: ჭიაურელის ქ. 2, მე-3 სართული

Print

« იხ. ყველა სიახლე