"ამერიკულ-ავსტრიული ფონდი", "ღია სამედიცინო ინსტიტუტი" და ფონდი ,,ღია საზოგადოება - საქართველო" აცხადებს კონკურსს 2012 წლის ზალცბურგის სამედიცინო სემინარებში მონაწილეობის მისაღებად
•დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა
2-8 სექტემბერი
(Maternal & Infant Health)
•კარდიოქირურგია
9-15 სექტემბერი
(Cardiac Surgery)
•ლიპიდური მეტაბოლიზმი
16-22 სექტემბერი
(Lipid Metabolism)
•ფსიქიატრია
23-29 სექტემბერი
(Psychiatry)
•ნეიროქირურგია
30 სექტემბერი- 6 ოქტომბერი
(Neurosurgery)
•კარდიოლოგია
7-13 ოქტომბერი
(Cardiology)
•ნეონატოლოგია
14-20 ოქტომბერი
(Neonatology)
•დერმატოლოგია
28 ოქტომბერი- 3 ნოემბერი
(Dermatology)
•დიაგნოსტიკური რადიოლოგია
4-10 ნოემბერი
(Diagnostic Imaging)
•ბავშვთა კარდიოლოგია
25 ნოემბერი- 1 დეკემბერი
(Pediatric Cardiology)
•ონკოლოგია
2-8 დეკემბერი
(Oncology B- Soft Tissue, Bone and Skin Malignancies)
•გულის რადიოლოგიური კვლევა 9-15 დეკემბერი
(Cardiac Imaging)
საგანაცხადო ფორმები უნდა შეივსოს 2012 წლის 31 მაისამდე ელექტრონულად შემდეგ მისამართზე: http://www.aaf-online.org/index.php/dates-topics-2012.html პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხ. მისამართზე: http://www.aaf-online.org
სემინარში მონაწილეობის მსურველ ექიმებს:
•სპეციალიზაცია გავლილი უნდა ჰქონდეთ სემინარის საგანში;
•უნდა ჰქონდეთ ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება;
•სემინარში პირველად მონაწილეობისას უნდა იყვნენ 30 დან 45 წლამდე ასაკის, ხოლო განმეორებითი მონაწილეობის შემთხვევაში 50 წლამდე ასაკის;
•სავალდებულოა ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (ინგლისურ ენაში ჩატარდება ტესტირება).
კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის ჯგუფური კონსულტაცია გაიმართება 2012 წლის 30 აპრილს, 18 საათზე ფონდის ოფისში (ქ. თბილისი, ჭოველიძის ქ. 10ა. ტელ: 2 25 04 63, ელ.ფოსტის მისამართი: nato@osgf.ge).
საკონტაქტო პირი: ნატო ფიცხელაური (პროგრამის კოორდინატორი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამა).
პროგრამის გენერალური პარტნიორები: ამერიკულ-ავსტრიული ფონდი და ღია სამედიცინო ინსტიტუტი