COVID-19-ით გამოწვეული სიტუაციის გამო, ცვლილებები შევიდა სასწავლო პროცესის წარმართვის ფორმატში. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სწავლას 14 სექტემბერს დისტანციურად (ონლაინ) დაიწყებს. იურიდიული, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, მედიცინის, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტები სრულად იწყებენ სწავლას 14 სექტემბერს დისტანციური მეთოდით; ხოლო ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი დისტანციურ სწავლებას 21 სექტემბერს დაიწყებს.
ინფორმაცია სტუდენტებისთვის ონლაინ სწავლების ტექნიკურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებით განთავსდა LMS.TSU.GE-ზე.