2012-06-06
სტუდენტთა და რეზიდენტთა სამეცნიერო კონფერენცია: „მომავლის მედიკოსები და სამედიცინო პრობლემები”.
2012 წლის 12 ივნისს, 14:00საათზე ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის სააქტო დარბაზში (მისამართი: დიღომი, მ. ჭიაურელის ქ.#2 ) გაიმართება აკადემიკოს ვაჟა ოკუჯავას ხსოვნისადმი მიძღვნილი სტუდენტთა და რეზიდენტთა სამეცნიერო კონფერენცია:
„მომავლის მედიკოსები და სამედიცინო პრობლემები”.
კონფერენციაში მონაწილეობენ:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პათოლოგიის დეპარტამენტი
ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ექსპერიმენტული ნევროლოგიის ლაბორატორია
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ნეირომედიცინის დეპარტამენტი
საქართველოს ნეირომეცნიერთა ასოციაცია
« იხ. ყველა სიახლე