2012-03-28
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის ბრძანება №1
24/188 ა 19.03.2012თსუ რექტორის 14 მარტის #41/01-01 ბრძანებიდან “ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტის საბჭოს წევრთა არჩევის წესის, კვოტებისა და ფაკულტეტის საბჭოების არჩევნების ჩატარების თარიღის განსაზღვრის შესახებ” გამომდინარე, ვბრძანებ:
1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის საბჭოში აკადემიური პერსონალის არჩევნების ჩატარებისათვის შეიქმნას კომისია შემდეგი შემდეგი შემადგენლობით:
• ზურაბ ჩხაიძე – თსუ მედიცინის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი
• თინათინ სუპატაშვილი - თსუ მედიცინის ფაკულტეტის ლაბორანტი
• მანანა დგებუაძე – თსუ ალ. ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი.
2. კომისიამ უზრუნველყოს არჩევნების ჩატარება დამტკიცებული წესის შესაბამისად.
3. არჩევნების შედეგები კომისიამ წარმოადგინოს თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანატში – 2012 წლის 29 მარტის 18:00 საათისათვის.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
5. ბრძანების დაინტერესებული პირისათვის გადაცემა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანი
ა. ცისკარიძე
« იხ. ყველა სიახლე