სამაგისტრო სტიპენდია ყველა სპეციალობის კურსდამთავრებულისთვის
მიზანი:
ხსენებული სტიპენდიის ფარგლებში ნებისმიერი სპეციალობის კურსდამთავრებულს შესაძლებლობა აქვს გაიაროს სამაგისტრო კურსი გერმანიის სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელში და მიიღოს მაგისტრის ხარისხი.
ხანგრძლივობა:
საგამისტრო კურსი, კონკურსანტის არჩევანისდა მიხედვით, შესაძლოა გაგრძელდეს 10 - 24 თვემდე. სტიპენდია თავდაპირველად გაიცემა ერთ სასწავლო წელზე, კარგი აკადემიური მოსწრების შემთხვევაში კი გრძელდება.
კონკურსის პირობები:
სტიპენდიის კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე კურსდამთავრებულებს, რომელთაც აქვთ ან ყველაზე გვიან სტიპენდიის ძალაში შესვლის მომენტში (2010) ექნებათ დიპლომი.
აკადემიურ მოსწრებასთან ერთად დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოტივაციის წერილს, რომელშიც არგუმენტირებულად უნდა იქნას ჩამოყალიბებული არჩეულ უნივერსიტეტში სწავლის პროფესიული თუ პირადი მოტივაცია.
საბუთებს თან უნდა ახლდეს მოწვევა უნივერსიტეტიდან ან სტიპენდიის ძალაში შესვლამდე წარედგინოს უნივერსიტეტს. DAAD-ს სტიპენდია ძალაში შევა მხოლოდ უნივერსიტეტის მოწვევის არსებობის შემთხვევაში.
კონკურსანტებს, პირველ რიგში კი ჰუმანიტარულ სპეციალობებს, მოეთხოვებათ გერმანული ენის მაღალ დონეზე ცოდნა. გა მონაკლისს წარმოადგენენ ის კონკურსანტები, რომელთა მიერ შერჩეული საგაგისტრო კურსი ინგლისურ ენაზეა. ამ შემთხვევაში DAAD კონკურსანტებს სამაგისტრო კურსის დაწყებამდე სთავაზოს გერმანული ენის უფასო კურსს.
კონკურსანტთა საბუთები, რომლებიც განაცხადის შემოტანის მომენტისთვის ერთ წელზე მეტია გერმანიაში იმყოფებიან გათვალისწინებული არ იქნება.