2020-03-15

ძვირფასო სტუდენტებო!

როგორც მოგეხსენებათ, სასწავლო პროცესი გადაიდო შექმნილი მდგომარებიდან
გამომდინარე. სააუდიტორიო სწავლება გადადებასთან დაკავშირებით, სასწავლო
პროცესის უზრუნველყოფა მოხდება დისტანციური სწავლების ელემენტების
გამოყენებით. იმისათვის,რომ არ მოხდეს სასწავლო პროცესის შეფერხება და შეძლოთ
დისტანციურ სწავლებაში ჩართვა, აუცილებელია გაიაროთ ადმინისტრაციული და
აკადემიური რეგისტრაცია.
სასწავლო მასალის მოწოდება მოხდება Moodle- პლატფორმის მეშვეობით. Moodle -ზე
რეგისრაციისთვის აუცილებელია თსუ ელ.ფოსტით სარგებლობა. თსუ ფოსტა შეიქმნა
ყველა სტუდენტისთვის(ვინც აქამდე არ სარგებლობდით) და ანგარიშიც და პაროლიც
განთავსებულია Lms.tsu.ge-ის თქვენ პირად გვერდზე.
Lms.tsu.ge -ზე გაკეთდა ჩანართი Moodle, საიდანაც პირდაპირ შეძლებთ გადასვლას
აღნიშნულ პლატფორმაზე.
უნივერსიტეტი უზრუნველყოფს ყველა სტუდენტის რეგისტრაციას Moodle-ის
სისტემაში. რეგისტრაციის შემდგომ ყველას გამოგიგზავნით Moodle-ის ანგარიშს და
პაროლს, რის შემდეგაც თქვენ შეძლებთ სისტემის აქტივაციას.
ვინც უკვე დარეგისტრირებულია Moodle -ზე, ძალიან გთხოვთ ჯერჯერებით ნუ
შეხვალთ და არ სცადოთ საგნების არჩევა.
Moodle-ის სისტემის გააქტივებამდე, უახლოეს დღეებში ელ. ფოსტაზე მიიღებთ
ინფორმაციას კონკრეტული კურსების დაწყებასთან დაკავშირებით და სასწავლო
მასალებიც გამოეზავნებათ ელ. ფოსტაზე.
დეტალურ ინსტრუქციებს მოგაწვდით მომავალი კვირის განმავლობაში.
პატივისცემით,
მედიცინის ფაკულტეტის ადმინისტრაცია
Print

« იხ. ყველა სიახლე