2012-10-03
ტელედერმატოლოგიის მე-4 მსოფლიო კონგრესი
ძვირფასო კოლეგებო2012 წლის 4-6 ოქტომბერს, ქ. თბილისში, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ ტარდება ტელედერმატოლოგიის მე-4 მსოფლიო კონგრესი.
კონგრესის ორგანიზატორები არიან:
საქართველოს დერმატო-ვენეროლოგთა ასოციაცია,
კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ეროვნული ცენტრი,
ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი,
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი,
ტელედერმატოლოგიის საერთაშორისო საზოგადოება,
მედიკოს სპეციალისტთა ევროპის კავშირი,
დერმატო-ვენეროლოგთა ევრო-აზიური ასოციაცია.
გთხოვთ იხილოთ კონგრესის ვებ-გვერდი: www.telederm2012.ge
კონგრესში ქართველი კოლეგების მონაწილეობისათვის საქართველოს დერმატო-ვენეროლოგთა ასოციაციის თხოვნით დაწესებულია გარკვეული შეღავათები, კერძოდ, სარეგისტრაციო თანხა შეადგენს 150 ლარს, რომელიც მოიცავს:
- კონფერენციის სამეცნიერო და სატელიტურ სიმპოზიუმებზე დასწრებას;
- კონფერენციის მასალებს (ჩანთა, ბეიჯი, სერტიფიკატი, პროგრამა და აბსტრაქტების კრებული);
- გახსნის ცერემონიაზე დასწრებას (კონცერტი, კოქტეილი);
- 3 კოფე-ბრეიქი;
- 2 ლანჩი;
- დახურვის ცერემონიალი;
- საზეიმო ვახშამი 6 ოქტომბერს;
- საქართველოს დერმატო-ვენეროლოგთა ასოციაციის 2012 და 2013 წლების საწევრო გადასახადი;
- ევროპული კრედიტ ქულები.
ლუპუს სექცის ქართველი ექიმებისათვის ჩატარდება უფასოდ!
გთხოვთ სარეგისტრაციო თანხა ჩარიცხოთ/შეიტანოთ შემდეგ საბანკო ანგარიშზე:
ა(ა)იპ “საქართველოს დერმატო-ვენეროლოგთა ასოციაცია”
ს/კ 202235633
სს პროკრედიტ ბანკი
ანგარიშის #NGE88PC0133600100038803
ბანკის კოდი MIBGGE22
საკონტაქტო ინფორმაცია: secretariat@telederm2012.ge და info@telederm2012.ge
« იხ. ყველა სიახლე