2019-02-15
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მორფოლოგიურ მეცნიერებათა დარგში აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის სახელობის მედლისა და პრემიის მინიჭების მიზნით კონკურსის გამოცხადების თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ 4 ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე2 ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მორფოლოგიურ მეცნიერებათა დარგში აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის სახელობის მედლისა და პრემიის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2016 წლის 02 სექტემბრის N96/2016 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული მორფოლოგიურ მეცნიერებათა დარგში აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის სახელობის მედლისა და პრემიის მინიჭების წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-5 პუნქტის, მე-7 პუნქტის და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის 2019 წლის 24 იანვრის N1121/10 კორესპონდენციის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მორფოლოგიურ მეცნიერებათა დარგში აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის სახელობის პრემიის მინიჭების მიზნით;
2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით: ა) დიმიტრი კორძაია - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; ბ) თეიმურაზ ჯორბენაძე - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; გ) მანანა კაკაბაძე - მედიცინის დოქტორი; დ) ნოდარ ხოდელი - მედიცინის დოქტორი; ე) გიორგი ფიჩხაია - მედიცინის დოქტორი.
3. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მორფოლოგიურ მეცნიერებათა დარგში აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის სახელობის პრემიის მინიჭების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია სამედიცინო ან საბუნებისმეტყველო განათლების მქონე პირს, რომელიც ახორციელებს სამეცნიერო კვლევებს ექსპერიმენტული და/ან კლინიკური მორფოლოგიის რომელიმე დარგში (აღწერილობითი, კლინიკური და ექსპერიმენტული ანატომია, ციტოლოგია, ჰისტოლოგია, ემბრიოლოგია, პათოლოგიური ანატომია).
4. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მორფოლოგიურ მეცნიერებათა დარგში აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის სახელობის პრემიის მინიჭების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დოკუმენტაციის წარმოდგენა განხორციელდეს მორფოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში მათი რეგისტრაციის გზით 2019 წლის 15 თებერვლიდან - 14 აპრილის 18:00 საათის ჩათვლით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ, დოკუმენტაცია სარეგისტრაციოდ აღარ მიიღება.
5. პრემიის მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) ბოლო სამი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სტატიის (სტატიების) ქსეროასლი – ჟურნალის სატიტულო გვერდის, გამომცემლობისა და ქვეყნის ჩვენებით, ინტერნეტმისამართი (თუკი ასეთი არსებობს); ბ) ბოლო სამი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული თეზისის ქსეროასლი – ჟურნალის (ან კრებულის) სატიტულო გვერდის, გამომცემლობისა და ქვეყნის ჩვენებით, ინტერნეტმისამართი (თუკი ასეთი არსებობს); გ) ბოლო სამი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული მონოგრაფიის და/ან მონოგრაფიის თავის ქსეროასლი – სატიტულო გვერდის, გამომცემლობისა და ქვეყნის ჩვენებით, ინტერნეტმისამართი (თუკი ასეთი არსებობს).
6. პრეტენდენტი წარმოდგენილი მასალების საფუძველზე ავსებს, აკადემიური საბჭოს 2016 წლის 02 სექტემბრის N97/2016 დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებულ ფორმას, რომელსაც ხელმოწერილს აბარებს საკონკურსო ნაშრომებთან ერთად, რომელსაც ხელმოწერილს აბარებს საკონკურსო ნაშრომებთან ერთად.
7. დაევალოს კომისიას აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის სახელობის პრემიის მისანიჭებლად იხელმძღვანელოს მოქმედი კანონმდებლობითა და აკადემიური საბჭოს 2016 წლის 02 სექტემბრის N97/2016 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული მორფოლოგიურ მეცნიერებათა დარგში აკადემიკოს ნინო ჯავახიშვილის სახელობის მედლისა და პრემიის მინიჭების წესით.
8. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების შესასრულებლად გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
9. წინამდებარე ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
10. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
11. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
გიორგი შარვაშიძე
რექტორი
« იხ. ყველა სიახლე