ბეჭდვა |/ დახურვა
 
2020-01-29

წინგის პრეზენტაცია "აქციე შენი კლინიკა ბრენდად - სტომატოლოგიური კლინიკების მენეჯმენტი"

2020 წლის 21 იანვარს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა ახალი სახელმძღვანელოს "აქციე შენი კლინიკა ბრენდად - სტომატოლოგიური კლინიკების მენეჯმენტი" პრეზენტაცია. წიგნის ავტორები არიან ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის გამგე, პროფესორი ქეთევან გოგილაშვილი და ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტი ზურაბ ალხანიშვილი.
ღონისძიებას მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ:  ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გია შარვაშიძე, პრორექტორი - პროფ. ნინო ოკრიბელაშვილი, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი პროფესორი დიმიტრი კორძაია, ასევე თსუ მედიცინის ფაკულტეტის სხვადასხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელები.  
"აქციე შენი კლინიკა ბრენდად - სტომატოლოგიური კლინიკების მენეჯმენტი" პირველი ქართულენოვანი გამოცემაა, რომელიც ამბულატორიული სტომატოლოგიური დაწესებულებების მართვის ძირითად პრინციპებს აერთიანებს და მოწოდებულია სტომატოლოგიური კლინიკების ხელმძღვანელებისთვის, დიპლომამდელი და დიპლომისშემდგომი განათლების სტუდენტებისთვის, უწყვეტი პროფესიული განათლების პროგრამებისა და პრაქტიკოსი ექიმებისთვის. 
წიგნში პირველად ქვეყნდება საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის გაიდლაინები და მოწვეული ექსპერტების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები.
სახელმძღვანელო დამტკიცებულია ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამომცემლო საბჭოს მიერ. 

Print

« იხ. ყველა სიახლე