ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-04-16

მისია 2014 - სტუდენტური კონკურსი მარკეტინგსა და პიარში

16 აპრილს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური კონკურსის - მისია 201 4   პრეზენტაცია გაიმა რთება . ყველა დაინტერესებულ სტუდენტს შესაძლებლობა ექნება მიიღოს ინფორმაცია კონკურსის სტრუქტურისა და წესების შესახებ, ასევე მოისმინოს კონკურსის პირველი დავალება.

პრეზენტაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა და კომპანია „შპს სანტე-ჯი-ემ-თი პროდუქტები“-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ერეკლე გამყრელიძე დაესწრებიან.

თსუ - სტუდენტური კონკურსი მარკეტინგსა და პიარში - “ მისია“ უნივერსიტეტის ყოველწლიური პროექტია , რომელსაც უნივერსიტეტი და წარმატებული ქართული ბრენდი ერთობლივად ახორციელებენ . ყოველწლიურად კონკურსის მონაწილე ბრენდი იცვლება და კონკურსანტები ახალ იდეებს ახალი პარტნიორისთვის ქმნიან . წელს კონკურსის პარტნიორია კომპანია „შპს სანტე-ჯი-ემ-თი პროდუქტები“.

კონკურსის მიზანია სტუდენტების ახალი იდეების განხორციელებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა , კონკურსის გამარჯვებული სტუდენტების პარტნიორ კომპანიასთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა და სამომავლო დასაქმების პერსპექტივის ზრდა . კონკურსანტებს საშუალება ეძლევათ გახდნენ კომპანიის მარკეტინგისა და პიარის ვირტუალური მენეჯერები , დაგეგმონ კონკრეტული აქტივობები , გაიმარჯვონ კონკურსში , მოიპოვონ ფულადი პრემია და განახორციელონ თავიანთი იდეები .

კონკურსი ორ ეტაპად ხორციელდება: პირველ ტურში მონაწილეები უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებულ დავალებას ასრულებენ, ხოლო მეორე ტურში პარტნიორი ბრენდის მარკეტინგისა და პიარის ვირტუალური მენეჯერები ხდებიან და კომპანიის საკომუნიკაციო სტრატეგიაზე მუშაობენ.

კონკურსის საპრიზო ფონდი 5000 ლარს შეადგენს, რომელსაც გამარჯვებულ სამეულს პარტნიორი ბრენდი გადასცემს:

I ადგილი - 2500 ლარი

II ადგილი - 1500 ლარი

III ადგილი - 1000 ლარი

კონკურსი წელს მეოთხედ გამოცხადდება. სამი წლის განმავლობაში სტუდენტურ კონკურსში მონაწილეობა უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის 150 გუნდმა მიიღო. კონკურსის პარტნიორი კომპანიები: „ IDS ბორჯომი საქართველო“, „გეოპლანტი“ და „ნატახტარი“   იყვნენ.

 

მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის აუდიტორია #107
Print

« იხ. ყველა სიახლე