კანდიდატთა შერჩევა განხორციელდბა შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
ა) აკადემიური მოსწრება;
ბ) სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება;
გ) სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა;
კანდიდატთა შეფასება განხორციელდება 100 ქულიანი სისტემით:
ა) აკადემიური მოსწრება - 80 ქულა ,
რომელიც გამოითვლება წინა სემესტრში პროგრამით გათვალისწინებული საგნების
(არანაკლებ 30 კრედიტი) ჩაბარების და მიღებული ქულების საშუალო
არითმეტიკულის გამოთვლით.
ბ) სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება-
მაქსიმუმ 10 ქულა (მიიღება 2009-2010 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში
გამოქვეყნებული ნაშრომები).
გ) სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა
შეფასდეს მაქსიმუმ 10 ქულით (მიიღება 2009-2010 სასწავლო წლის გაზაფხულის
სემესტრში ჩატარებული
კონფერენციები)
განაცხადები შემოიტანეთ 20-დან 22 დეკემბრის
ჩათვლით
15 საათამდე სტუდენტთა მომსახურეობის ცენტრებში