ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-04-03

მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების საყურადღებოდ!

ყურადღება! კონკურსი ცხადდება ინ სტუდენტებისათვის, ვისაც გავლილი აქვს სასწავლო კურსი ,,ლაბორატორიული მედიცინა“.

ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო (AUF) სთავაზობს თსუ  მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს ერთ თვიან სტაჟირებას დიაგნოსტიკურ ცენტრში «იონი-კახეთი» გურჯაანში. სტუდენტებს ეყოლებათ ტუტორი.

ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო (AUF)  დაინტერესებულ სტუდენტებს გადაუხდის სტიპენდიას 100 ევროს ოდენობით და უზრუნველყოფს მათ საცხოვრებელს ადგილობრივ ოჯახში. სულ დაფინანსდება 3 სტუდენტი.

გთხოვთ, დაინტერესებულმა სტუდენტებმა განცხადება სტაჟირების გავლასთან დაკავშირებით წარადგინეთ თსუ მედიცინის ფაკულტეტის კანცელარიაში. განცხადებები მიიღება 31 მარტიდან 13 აპრილის ჩათვლით.

კონკურსის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება სტუდენტის აკადემიური მიღწევები. 
Print

« იხ. ყველა სიახლე