ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-01-30

ივანე ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ 2014 წლის სტუდენტთა სამეცნიერო ფორუმისათვის სამეცნიერო ნაშრომის შერჩევის მიზნით თსუ მედიცინის ფაკულტეტზე ცხადდება კონკურსი

      თსუ  რექტორის  2014 წლის 13 იანვრის   03/01–01 ბრძანების შესაბამისად, 2014 წლის 24–25 აპრილს  ტარდება  ივ. ჯავახიშვილის  ხსოვნისადმი  მიძღვნილი  სტუდენტთა სამეცნიერო  ფორუმი.         

აღნიშნულ  ფორუმში მონაწილეობისათვის, თსუ  რექტორის  2013 წლის  25  ნოემბრის 151/01–01  ბრძანებით დამტკიცებული „ივ. ჯავახიშვილის  ხსოვნისადმი მიძღვნილი  ყოველწლიურ  სტუდენტთა სამეცნიერო  ფორუმში  მონაწილეთა  განსაზღვრის  წესის“ თანახმად,  გთხოვთ დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებმა მედიცინის ფაკულტეტის საბჭოში  წარმოადგინოთ სამეცნიერო მოხსენებები.

დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამის და მაგისტრატურის სტუდენტის მოხსენება უნდა ეფუძნებოდეს სამეცნიერო შედეგებს, რომლებიც ასახულია წინა წლის განმავლობაში გამოქვეყნებულ სამეცნიერო ნაშრომში, ან  მოსმენილია წინა წლის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაზე.

დოქტორანტის სამეცნიერო მოხსენება უნდა ეფუძნებოდეს სამეცნიერო შედეგებს, რომლებიც ასახულია წინა წლის განმავლობაში გამოქვეყნებულ სამეცნიერო ნაშრომში.

ფორუმზე მოსასმენად ფაკულტეტის საბჭოს მიერ შეირჩევა სამი (ერთი დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამის, ერთი მაგისტრატურის და ერთი  დოქტორანტურის) სტუდენტის -  საუკეთესო სამეცნიერო მოხსენება.

გამოქვეყნებული ნაშრომი და სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაზე გაკეთებული მოხსენება წარმოადგინეთ თანდართული ფორმის მიხედვით (იხილეთ დანართი).

სამეცნიერო მოხსენება და შევსებული ფორმა მედიცინის ფაკულტეტის საბჭოში  წარმოდგენილი  უნდა  იქნას  არაუგვიანეს 2014 წლის  28  თებერვლისა.


მედიცინის ფაკულტეტის საბჭო

Print

« იხ. ყველა სიახლე