ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-11-29

სახელმწიფო სტიპენდიები ბაკალავრებისათვის!

 გამოცხადდა პროგრამის - „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევა

 
„ პროგრამის ,, სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს ” ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ან / და დიპლომირებული მედიკოსის / სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტებზე საახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ “ რექტორის 201 3 წლის 25 ნოემბრის №: 154 /01-01 ბრძანებით განისაზღვრა ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტთათვის სტიპენდიების მინიჭების წესი ( იხილე: სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 201 3 წლის წლის 25 ნოემბრის №: 154 /01-01 ბრძანება და ამავე ბრძანების დანართი 1).

http://www.tsu.edu.ge/ge/juridical/orders/3w637wfWNSMQENByz/?p=1

აღნიშნული ბრძანების შესაბამისად, მედიცინის ფაკულტეტიდან უნდა დაფინანსდეს მიმდინარე სემესტრში აქტიური სტატუსის მქონე 44 სტუდენტი. სტიპენდიით დაფინანსება ითვალისწინებს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტთა დაფინანსებას თსუ–ის მედიცინის ფაკულტეტზე წინა სემესტრის შედეგების გათვალისწინებით, შერჩევის საფუძველზე .

 
შერჩევის პროცესში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია :

1) პირადი განცხადება მედიცინის ფაკულტეტის დეკანის სახელზე;  (განცხადების ფორმა);
2) პირადობის მოწმობის ასლი ;
3) საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფარგლებში წინა სემესტრის განმავლობაში ( 2013 წლის 23 იანვრიდან ა.წ. 12 აგვისტომდე ) ჩატარებულ სამეცნიერო სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის / გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტი /დოკუმენტები ( დათარიღებული სერთიფიკატი ან ცნობა), ასეთის არსებობის შემთხვევაში. (რადგანაც შერჩევა ხორციელდება წინა სემესტრის შედეგების გათვალისწინებით , იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი დოკუმენტით არ დგინდება სამეცნიერო სტუდენტური   კონფერენციის ჩატარების ზუსტი თარიღი , შერჩევის პროცესში დოკუმენტი არ იქნება მხედველობაში მიღებული );
4) გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის /ნაშრომების ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
( სამეცნიერო ნაშრომი ასევე გამოქვეყნებული უნდა იყოს წინა სემესტრში ( 2013 წლის 23 იანვრიდან ა.წ. 12 აგვისტომდე ) , რაც უნდა დასტურდებოდეს სამეცნიერო ნაშრომის წარმოდგენილი ასლით );
5) ,, საქართველოს ბანკის “ საბანკო ანგარიშის ნომრის ამონაწერი .

 
დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს მიმდინარე წლის 28 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით (10– დან 17 საათამდე , შესვენება 13-დან 14 საათამდე ), მედიცინის ფაკულტეტის კანცელარიაში , მისამართი : თბილისი , ჭიაურელის ქ №2, მე-3 სართული, ოთახი N30.
Print

« იხ. ყველა სიახლე