ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი ევროგაერთიანების პროგრამისTEMPUS-ის ფარგლებში ჩართულია პროექტის „საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის სამაგისტრო პროგრამები“(511303-JPCR) განხორციელებაში. პროექტის კოორდინატორია პროფესორი ვინსენტ ობრაიანი, კუმბრიის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი).



პროექტი მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის სფეროში თანამშრომლობას პარტნიორი ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებთან, გამოცდილების გაზიარებას, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას, პროგრამის განხორციელებაში მონაწილე აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას, მოცემული პროგრამის სტუდენტებისათვის ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვას და განვითარებას, უახლესი სასწავლო ლიტერატურით მომარაგებას.

პროექტმა სტარტი აიღო 2010 წლის 15 ოქტომბერს, მისი ხანგრძლივობაა სამი წელი.

პროექტში ევროპის ქვეყნებიდან ჩართულები არიან შემდეგი პარტნიორი უნივერსიტეტები: კუმბრიის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი), ბაიბის-ბოლიაის სოციალური კვლევის უნივერსიტეტი (რუმინეთი), ტექნოლოგიების სამეფო ინსტიტუტი KTH (შვედეთი), პოსტ საბჭოთა სივრციდან პროექტში მონაწილეობას ღებულობენ ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (სომხეთი), კიშინოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სახელმწიფო სამედიცინო და ფარმაცევტული უნივერსიტეტი (მოლდავეთი), ხოლო საქართველოს მხრიდან ჩვენი პარტნიორია საქართველოს უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა.

Tbilisi State University Faculty of Medicine is participant of the TEMPUS project (511303-JPCR) ,, Masters Programmers in Public Health and Social Services” . The coordinator of the project is Professor Vincent O’Brien - University of Cumbria (United Kingdom).


The aims of the Project are: development of collaboration with partner Universities in the sphere of Public Health and Social Services, exchange of experience, elaboration modern educational programs relevant to the European standards, trainings for the rising of the level of teaching skills of academics of Public Health Department, application and development of new informational technologies for students, purchasing of the latest academic literature in Public Health and Social Care.

TEMPUS project (511303-JPCR) "Masters Programmers in Public Health and Social Services" started on 15 October 2010, the duration of the project is 3 years.

The participant of the project are: the University of Cumbria (United Kingdom), Babes-Bolyai Institute for Social Research of Cluj-Napoca (Romania), Royal Institute of Technology –KTH (Sweden), Yerevan State University and Yerevan State Medical University (Armenia), Moldova State University and State Medical and Pharmaceutical University “Nicolae Testemitanu” (Moldova) and from Georgia partner is University of Georgia, School of Public Health.