შრომისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგია

შრომისა და ორგანიზაცი ის  ფსიქოლოგია

(სადოქტორო პროგრამა)

 

პროგრამის ხელმძღვანელი: იამზე (ია) კუტალაძე, ფსიქოლოგიის დოქტორი, პროფესორი


სწავლის ხანგრძლივობა: 3 წელი; 

სასწავლო კომპონენტი 40 კრედიტი;  კვლევითი კომპონენტი 140 კრედიტი. სულ 180 კრედიტი. 


პროგრამის მიზანია შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის სფეროში მომუშავე მეცნიერ-მკვლევარებისა და კონსულტანტების მომზადება, რომელთაც შეეძლებათ ორგანიზაციაში ადამიანის ქცევის განმაპირობებელი მოვლენების, ასევე ადამიანსა და ორგანიზაციას შორის ურთიერთმოქმედების სისტემური ანალიზი, ექნებათ ადამიანური რესურსისა, და ზოგადად, ორგანიზაციის ეფექტურობის პროექტირებისათვის აუცილებელი ექსპერტული ცოდნა და მულტიდისციპლინურ გუნდში მუშაობის კომპეტენციები. პროგრამა ხელს უწყობს მეცნიერ-მკვლევარების, კონსულტანტების და მაღალი რანგის პრაქტიკოსების ჩამოყალიბებას და დარგში სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის დამოუკიდებელი დაგეგმვისა და განხორციელების კომპეტენციების შეძენასა და პროფესიული ჩვევების გაღრმავებას. შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის სადოქტორო პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტია შრომისა და ორგანიზაციის სფეროში მომავალი პედაგოგების მომზადება, რომელთაც ექნებათ კურიკულუმის და კურსის სასწავლო პროგრამის დაგეგმვისა და სწავლების კომპეტენციები. 



იხილეთ სრულად