დაარსებიდანვე,
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დიმიტრი უზნაძის ხელმძღვანელობით,
გაიხსნა ფსიქოლოგიის კათედრა. თავიდან ფსიქოლოგიის დარგი უნივერსიტეტში
ერთად ერთი ფსიქოლოგით - დიმიტრი უზნაძით - იყო წარმოდგენილი. მან ისე
ენერგიულად წარმართა ეროვნული კადრების მომზადების საქმე, რომ უკვე 1923
წელს შესაძლებელი გახადა კათედრასთან ფსიქოლოგიური ლაბორატორიის გახსნა,
ხოლო 1926 წელს საქართველოში დაარსდა ფსიქოლოგთა საზოგადოება, რომლის
წევრებიც თბილისის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები იყვნენ. სწორედ
ფსიქოლოგიის კათედრასა და მის ბაზაზე გახსნილ ლაბორატორიაში შეიქმნა და
დამუშავდა მსოფლიოში ცნობილი - დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორია და
საფუძველი ჩაეყარა ე.წ. ქართულ ფსიქოლოგიურ სკოლას. დიმიტრი უზნაძე
ფსიქოლოგიის კათედრას სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა.
1950 წლიდან ფსიქოლოგიის კათედრას სათავეში ჩაუდგა დ. უზნაძის მოწაფე და მისი საქმის გამგრძელებელი - აკადემიკოსი რევაზ ნათაძე. კათედრის სამეცნიერო კვლევის დიაპაზონი უაღრესად ფართო იყო. მისი მეცნიერული პროდუქცია მოიცავდა ფსიქოლოგიის ყველა დარგს: ზოგად ფსიქოლოგიას, დიფერენციალურ, ბავშვისა და გენეტიკურ ფსიქოლოგიას, პედაგოგიურ ფსიქოლოგიას, დეფექტოლოგიას. კათედრის მუშაობას, პრობლემათა მრავალსახეობის მიუხედავად, ერთიანი პოზიცია, დ. უზნაძის მიერ ჩამოყალიბებული და ექსპერიმენტულად დასაბუთებული განწყობის თეორია ედო საფუძვლად. ფართოდ გაიშალა განწყობის, მისი ბუნების, მის გამოვლენათა კანონზომიერების ექსპერიმენტული კვლევა და განწყობის თეორიის დამუშავება. ფსიქოლოგიის კათედრას თავისი მეცნიერული პროდუქცია სისტემატიურად გაჰქონდა როგორც საკავშირო, ისე საერთაშორისო ფორუმებზე.
ჯერ კიდევ 30-იან წლებში დ. უზნაძის ინიციატივით დაიწყო ფსიქოლოგიის მეცნიერული მონაპოვრის პრაქტიკაში ფართოდ დანერგვა. გაიხსნა ფსიქოტექნიკური ლაბორატორიები, ბავშვთა აღზრდისა და განათლების ფსიქოლოგიურ - მეთოდოლოგიური განყოფილებები, საავადმყოფოებში კლინიკური ფსიქოლოგიის განყოფილებები და სხვა. მაგრამ ეს წარმატება ვერ განვითარდა დ. უზნაძის სიცოცხლეში, რადგან 1937 წლის მთავრობის დადგენილებით, ფსიქოლოგიას მხოლოდ ფუნდამენტური მეცნიერების განვითარების პერსპექტივა დარჩა. მართალია, მხოლოდ ფუნდამენტურ ფსიქოლოგიაზე ორიენტაციამ ამ სფეროში არაერთ გამოკვლევას მოუტანა საერთაშორისო აღიარება, მაგრამ პრაქტკული და გამოყენებითი ფსიქოლოგიის დარგები მსოფლიო დონეს საგრძნობლად ჩამორჩა. 60-იანი წლებისთვის კი, როდესაც საზოგადოებაში მომწიფდა აზრი წარმოების ეფექტიანობის ზრდისთვის ფსიქოლოგიური მეცნიერების მონაპოვართა მნიშვნელობის შესახებ და მისი დანერგვის შესაძლებლობებიც შეიქმნა, საჭირო გახდა შესაბამისი დარგების შემდგომი განვითარება და სათანადო კადრების მომზადება. სწორედ აკადემიკოს რ. ნათაძის უნივერსიტეტში მოძღვაწეობის პერიოდში, ზოგადი ფსიქოლოგიის კათედრას გამოეყო, ჯერ (1971 წ.) შრომისა და საინჟინრო ფსიქოლოგიის კათედრა (გამგე პროფ. გ. კეჩხუაშვილი), შემდგომში, 1981 წელს, კი სოციალური ფსიქოლოგიის კათედრა (გამგე დოც. რ. ქვარცხავა) და პედაგოგიური და ასაკობრივი ფსიქოლოგიის კათედრა (გამგე პროფ. ა. ბაინდურაშვილი).
მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგიაში კადრების მომზადება 1918 წლიდან ხდებოდა, ფსიქოლოგიის ფაკულტეტი დამოუკიდებელი სახით მხოლოდ 1990 წელს დაფუძნდა. ფსიქოლოგიის ახლად დაარსებულ ფაკულტეტს სათავეში პროფ. გ. მჭედლიშვილი ჩაუდგა.
90-იან წლებში ფსიქოლოგიის ფაკულტეტი ოთხი სპეციალობით ამზადებდა კადრებს: ზოგადი ფსიქოლოგიის, სოციალური ფსიქოლოგიის, ასაკობრივი და პედაგოგიური ფსიქოლოგიის და შრომისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგიის.
2005 წელს ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, სხვა ფაკულტეტთან და კათედრებთან ერთად შევიდა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის შემადგენლობაში - როგორც დეპარტამენტი. 2008 წლიდან კი ის წარმოადგენდა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის მიმართულებას.
უნივერსიტეტში პედაგოგიკური მეცნიერება თითქმის მისი დაარსების დღიდან არსებობს. 1919 წლიდან უნივერსიტეტში ფუნქციონირებდა "საპედაგოგიო ინსტიტუტი" დიმიტრი უზნაძის ხელმძღვანელობით. ამავე პერიოდიდან უნივერსიტეტი ამზადებს მასწავებელს. 1922 წელს უნივერსიტეტში შეიქმნა პედაგოგიური ფაკულტეტი, რომლის დეკანი იყო პროფესორი კორნელი კეკელიძე. 1930 წლიდან უნივერსიტეტში, ფილოსოფიის ფაკულტეტთან, არსებობს პედაგოგიკის ზოგადსაუნივერსიტეტო კათედრა და პედაგოგიკის კურსი იკითხება უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტზე. პედაგოგიკის კათედრის გამგები სხვადასხვა დროს იყვნენ დარგის ცნობილი მეცნიერები: გიორგი თავზიშვილი, შალვა სიხარულძე, კონსტანტინე ჭკუასელი, გიორგი კიკნაძე, დავით ლორთქიფანიძე და სხვები.
1930 წლიდან 2002 წლამდე უნივერსიტეტის ყველა კურსდამთავრებულს, ძირითად სპეციალობასთან ერთად, ენიჭებოდა მასწავლებლის კვალიფიკაცია.
1990 წლიდან პედაგოგიკის კათედრა შეუერთდა ახლადშექმნილ ფსიქოლოგიის ფაკულტეტს, ხოლო 2006 წლიდან შეიქმნა პედაგოგიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი, რომელიც შევიდა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის შემადგენლობაში.
2014 წლის ოქტომბერში, ფსიქოლოგიის მიმართულება გამოეყო სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტს ხოლო პედაგოგიკის სასწავლ-სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი კი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს, რომელთა გაერთიანების საფუძველზეც ჩამოყალიბდა ახალი - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი.
ამჟამად, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე სწავლობს 1400-მდე სტუდენტი (სწავლების სამივე დონეზე), რომელთა განათლებასაც ემსახურება 60-მდე პროფესორი, ფაკულტეტზე ხორციელდება 4 საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა და 15-მდე სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა.
ფაკულტეტს გააჩნია სასწავლო და სამეცნიერო ლაბორატორიები, კომპიუტერული ცენტრი, ბიბლიოთეკა, მატერიალური და ფინანსური რესურსები, რომლებიც უზრუნველყოფენ სწავლებისა და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის მაღალ დონეს.