საზღვარგარეთ გამართულ ღონისძიებებში თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტების მონაწილეობის დაფინანსების წესი

საზღვარგარეთ გამართულ ღონისძიებებში თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტების მონაწილეობის დაფინანსების წესი

 

 

 

მუხლი 1. მიზანი

საზღვარგარეთ გამართულ ღონისძიებებში თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის (შემდგომში - ფაკულტეტი) სტუდენტების მონაწილეობის ფინანსური უზრუნველყოფის მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტის ჩართვას საერთაშორისო სასწავლო

და კვლევითი პროექტების, ასევე პრაქტიკული უნარების განმავითარებელ კომპონენტებსა

და კურიკულუმისაგან დამოუკიდებელი ინიციატივების განხორციელებაში.

მუხლი 2. დაფინანსების მოთხოვნის უფლების მქონე პირი

1. ამ წესის მიზნებისათვის დაფინანსების მოთხოვნის უფლება აქვს ფაკულტეტის აქტიური სტატუსის მქონე ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტს/სტუდენტთა ჯგუფს.

მუხლი 3. დაფინანსების ობიექტები

1. ფაკულტეტის მიერ შეიძლება დაფინანსდეს შემდეგი კატეგორიის აქტივობები:

ა) საერთაშორისო საუნივერსიტეტო კონფერენციებში მონაწილეობა;

ბ) კვლევით პროექტებში მონაწილეობა;

გ) საერთაშორისო მოდელირებებში მონაწილეობა;

დ) გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა;

ე) სტაჟირება, კვალიფიკაციის ამაღლების კურსებში (ტრენინგები, სემინარები და სხვა) და სასწავლო კურსებში მონაწილეობა;

ვ) საზაფხულო და სხვა სკოლები;

ზ) სტუდენტური კონგრესები, სიმპოზიუმები, შეხვედრები და სხვა სტუდენტური პროექტები;

2. დაფინანსების მიზნების გათვალისწინებით, გადაწყვეტილების მიღებისას პრიორიტეტი ენიჭებათ ამ მუხლის პირველი ფუნქტის „ა“ – „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ აქტივობებს.

მუხლი 4. ანაზღაურების სახეები და ოდენობები

1. ფაკულტეტის მიერ შეიძლება ანაზღაურდეს, ან დაფინანსდეს სტუდენტის მგზავრობის ხარჯი, საცხოვრებელი ფართის დაქირავების ხარჯი და ღონისძიებაში მონაწილეობის საფასური. დაუშვებელია სტუდენტის სხვა ხარჯ(ებ)ის დაფინანსება.

2. ანაზღაურების ოდენობები, დასაბეგრი საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით,

განისაზღვრება შემდეგნაირად:

ა) ბაკალავრიატის სტუდენტისათვის:

ა.ა) არაუმეტეს 1500 ლარი;

ა.ბ) სხვა კონტინენტზე გამართული აქტივობის შემთხვევაში არაუმეტეს 2000 ლარი;

 

ბ) მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტისათვის არაუმეტეს 2500 ლარი;

 

ბ.ბ) სხვა კონტინენტზე გამართული აქტივობის შემთხვევაში არაუმეტეს 3000 ლარი;

3. ერთი და იგივე სტუდენტი შეიძლება დაფინანსდეს კალენდარული წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ.

მუხლი 5. სტუდენტების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია

1. დაფინანსების მისაღებად სტუდენტმა ფაკულტეტის კანცელარიაში უნდა წარმოადგიონოს დეკანის სახელზე დაწერილი განცხადება და მას უნდა დაურთოს:

ა) მოწვევა და მოწვევის ქართული თარგამანი, ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული მთარგმნელის მიერ;

ბ) მგზავრობის ინვოისის დედანი ან გადახდის ქვითარი;

გ) სტუდენტის ცნობა;

დ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა სტუდენტი უფლებამოსილია წარმოადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია, რომელიც გაამყარებს საზღვარგარეთ გამართულ ღონისძიებაში მისი მონაწილეობისა და დაფინანსების მოთხოვნის საფუძვლიანობას.

მუხლი 6. განაცხადების განმხილველი კომისია

1. კონკრეტული სტუდენტის სრული, ან ნაწილობრივი დაფინანსების მიზანშეწონილობის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, დეკანის ბრძანებით ფაკულტეტზე იქმნება სტუდენტთა განაცხადების განმხილველი კომისია (შემდგომში - კომისია), რომლის შემადგენლობაში შედის მიმართულებების მიერ ნომინირებული ფაკულტეტის თითოეული მიმართულების აკადემიური პერსონალიდან არანაკლებ ერთი წარმომადგენელი და ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის მიერ წარმოდგენილი ფაკულტეტის საბჭოში არჩეული ერთი სტუდენტური თვითმმართველობის წევრი. კომისიას თავმჯდომარეობს დეკანის მოადგილე სასწავლო დარგში.

2. კომისია იკრიბება საჭიროებისამებრ. კომისიის გადაწყვეტილების მისაღება აუცილებელია კომისიის ნახევარზე მეტი წევრების სხდომაზე დასწრება, ან კანონით დადგენილი წესით მონაწილეობა.

3. კომისია გადაწყვეტილებებს იღებს ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია დეკანის მოადგილის ხმა.

4. კომისიის სხდომებზე წარმოებს სხდომის ოქმი.

5. სტუდენტთა განცხადებების განხილვის საფუძველზე, კომისიის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღება, წარმოადგენს ფაკულტეტის დეკანის მიერ ადმინისტრაციის ხელმძღვანელისათვის შესაბამისი წერილის გაგზავნის საფუძველს.