2015-09-11
მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს,11:00 სთ.ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისისი სახელმწიფო უნივერსიტეტში (1 კორპუსი, მელიქიშვილის სახელობის აუდიტორია/115)შეხვედრას გამართავს DAAD-ის თბილისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი დოქ. მარტინ პრაქსენტალერი.
ჰუმანიტარული, ზუსტ და საბუნებისმეტყველო, სოციალურ და პოლიტიკური, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა, ასევე იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, დოქტორანტებისთვის, მეცნიერებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის წარმოდგენილი იქნება DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამები (2016-2017):
-
საზაფხულო ენის კურსი (მე-2, 3 კურსელი ბაკალავრებისთვის, 1 კურსელი მაგისტრებისთვის);
-
სამაგისტრო პროგრამა ყველა სპეციალობისთვის (მე-4 კურსელი ბაკალავრებისთვის);
-
სადოქტორო პროგრამა (დოქტორანტებისთვის);
-
სამეცნიერო სტაჟირება უნივერსიტეტის პროფესურისთვის (ხანგრძლივობა 3 თვე)
პრეზენტაცია შედგება ინგლისურ ენაზე. შეკითხვების დასმა შესაძლებელი იქნება ინგლისურ, გერმანულ და ქართულ ენებზე.
« იხ. ყველა სიახლე