2016-05-30

შუალედური გამოცდის აღდგენის პირობები


შუალედური/დასკვნითი გამოცდის აღდგენის პირობების შესახებ იხილეთ ამონარიდი მარეგულირებელი წესიდან:

თავი VII. სტუდენტის მიღწევების შეფასება

მუხლი 16. შუალედური/დასკვნითი გამოცდა (09.06.2014, №48/2014)

2 . შუალედური გამოცდის აღდგენის პირობები: (09.06.2014, №48/2014)

ა) შუალედურ გამოცდაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, როდესაც გამოცდას ატარებს ფაკულტეტი, გამოცდის აღდგენა დასაშვებია დეკანის სახელზე სტუდენტის განცხადების საფუძველზე, გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის მითითებითა და ამ მიზეზის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით. გადაწყვეტილებას გამოცდის აღდგენის თაობაზე იღებს დეკანი. გამოცდის აღდგენა შესაძლებელია მოხდეს შუალედური გამოცდის ჩატარების დღიდან 2 კვირის ვადაში
Print

« იხ. ყველა სიახლე