დაფინანსდა ახალი პროექტი DITECH
გაცნობებთ, რომ ERASMUS+ პროგრამის გამარჯვებულ პროექტებს შორისაა ახალი პროექტი - DITECH.
პროექტის სახელწოდება: ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლება და სწავლა საქართველოს უსდ-ებში (DITECH). 618766-EPP-1-2020-1-EE-EPPKA2-CBHE-JP // Developing and Implementing Technology-Enhanced Teaching and Learning at Georgian HEIs – DITECH. 618766-EPP-1-2020-1-EE-EPPKA2-CBHE-JP
საგრანტო დაფინანსება: 565.554,00 ევრო
საგრანტო პროექტის ხანგრძლივობა:
36 თვე (3 წელი)
საგრანტო პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის ფართო მიზანია უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესება საქართველოს უსდ-ებში ტექნოლოგიით გაძლიერებული სწავლება-სწავლის განვითარებისა და დანერგვის გზით. პროექტი მიზნად ისახავს ახალი ინოვაციური პროგრამების შექმნასა და ტრენინგებს აკადმიური პერსონალის ციფრული კომპეტენციისა და უნარების გასაუმჯობესებლად, ცოდნის გადაცემის მეთოდების დივერსიფიკაციას , მათ შორის ონლაინ/შერეული სწავლების საშუალებით.
პროექტის კონკრეტული მიზნებია:
- ახალი ონლაინ/შერეული კურსების შექმნა საქართველოს უსდ-ების საბაკალავრო და სამაგისგტრო პროგრამებისთვის;
- საქართველოს უსდ-ების პროფესორ-მასწავლებლების პროფესიული განვითრებისა და ონლაინ ინსტრუქტორების მოსამზადებელი კურსების/ტრენინგ მოდულების შემუშავება; ტრენინგების ჩატარება ონლაინ და/ან შერეული ფორმით;
- საქართველოს უსდ-ებისთვის საერთო პლატფორმის შექმნა ონლაინ სწავლება-სწავლისთვის;
- საუკეთესო პრაქტიკის დისემინაცია ინსტიტუციურ და ეროვნულ დონეზე ონლაინ პლატფორმის, მოქმედი მასწავლებლების ტრენინგებისა და ეროვნული კონფერენციის საშუალებით.
ძირითდ სამიზნე ჯგუფებს
წარმოადგენენ სტუდენტები, აკადემიური პერსონალი და მომავალი/მოქმედი მასწავლებლები.
პროექტის მონაწილე საქართველოს უნივერსიტეტებისთვის უმნიშვნელოვანესია ტექნოლოგიებით
გაძლიერებული სწავლება-სწავლის და ინოვაციური სტრატეგიების განვითარება და დანერგვა
უმაღლესი განათლების ინსტიტუციური განვითარებისთვის,
ციფრულ გარემოში სწავლა-სწავლებისთვის შესაბამისი პირობების შესაქმნელად.
უნივერსიტეტის როლი და ფუნქცია პროექტში: თსუ, როგორც ქართული მხარის წამყვანი პარტნიორი, განახორციელებს ყველა ტიპის აქტივობებს პროექტის ყველა ეტაპზე, მათ შორის მის მომზადებაში, განვითარებაში, ხარისხის უზრუნველყოფაში, მენეჯმენტში და შედეგების დისემინაციაში.
საგრანტო პროექტის მონაწილე უნივერსიტეტები:
- ტალინის უნივერსიტეტი (ესტონეთი). კოორდინატორი: პროფ. სირიე ვირკუსი, ციფრული ტექნოლოგიების სკოლის საინფორმაციო მეცნიერებების მიმართულების ხელმძღვანელი.
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კონსორციუმის წამყვანი პარტნიორი.
- კოორდინატორი თსუ-ს მხრიდან: ასოც. პროფ. იზაბელა პეტრიაშვილი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი
- ილიას სახელმწიფო უნვერსიტეტი
- სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- იაკობ გოგებაშვილის სხელობის თელვის სახელმ წიფო უნიუვერსიტეტი
- სოხუმის სახელმწიფო უნჯვერსიტეტი
- ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
- კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (ლიტვა)
- კორკის საუნივერსიტეტო კოლეჯი (ირლანდია)
- Tallinn University (TU) – Applicant. Coordinator: Prof. Sirje Virkus, Professor of Information Science, Head of the Study Area of Information Sciences, School of Digital Technologies, Tallinn University. sirje.virkus@tlu.ee
- Ivane Javakhishvili Tbilisi State University (TSU), the leading GE partner in the consortium
- Ilia State University (ISU)
- Samtskhe-Javakheti State University (SJSU)
- Iakob Gogebashvili Telavi State University
- Sokhumi State University
- Batumi Shota Rustaveli State University
- Akaki Tsereteli State University
- National Center for Teacher Professional Development (NCTPD)
- Kaunas University of Technology (KTU) – Lietuva
- University College Cork (UCC)
« იხ. ყველა სიახლე