ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-06-18

დიმიტრი ჩუბინიძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა


თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის დეპარტამენტი წარმოგიდგენთ

სადისერტაციო ნაშრომის დაცვას



   დიმიტრი ჩუბინიძე -  ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი


დეპარტამენტი
ფსიქოლოგია

სადოქტორო პროგრამა
ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია (ინტერდისციპლინური)

თარიღი და დრო
27.06.2018. 17:00 საათი. თსუ 1–ლი კორპუსი, აუდიტორია #07

აღწერა

დისერტაციის სახელწოდება:
„ქართული ანდაზები და ადაპტაციური ქცევის კულტურული მოდელები“

აბსტრაქტი
დისერტაციის მთავარი თემაა ადაპტაციური ქცევის რეგულაციაში კულტურული კოგნიციის მნიშვნელობის შესწავლა, კერძოდ, ადაპტაციური ქცევის ქართული კულტურული მოდელების აღმოჩენა. კვლევის კონცეპტუალური ჩარჩო ეყრდნობა ფსიქოლოგიური ანთროპოლოგიის კულტურული მოდელების სკოლას (ბ. შორის გონების კოგნიტურ–ეთნოგრაფიულ თეორიას), ხოლო კვლევის მეთოდოლოგია –  ექსპერიმენტული და თვისებრივი ტექნიკების სინთეზს.
 
კვლევა იზიარებს დაშვებას, რომ კულტურული ინფორმაცია სხვადასხვა დონეზე (სოციალურზე, ფსიქიკურზე) ორგანიზებულია მოდელების/სქემების სახით, ხოლო კულტურულ კოგნიციაში მნიშვნელობის შექმნა განსხვავებულ დონეებზე არსებულ მოდელთა შორის კავშირის მეშვეობით ხორციელდება. 

საკვლევი კონტექსტი წარმოდგენილია ქართული კულტურის სახით, ხოლო საკვლევი არეალს თანამედროვე საქართველო წარმოადგენს. კვლევის ობიექტია ადაპტაციური ქცევის სტრატეგიები. კულტურა-დონის ელემენტად შერჩეულია პრობლემური სიტუაციის გადაჭრასთან დაკავშირებული ქართული ანდაზები. მათი მენტალური რეპრეზენტაცია ასახულია ცნობიერების კატეგორიალურ სტრუქტურებში, რომელიც გამოვავლინეთ სემანტიკური სივრცეების სახით. ამგვარად, წარმოდგენილ იქნა კვლევაში გამოყენებული ანდაზების სუბიექტურ მნიშვნელობათა სივრცული მოდელი. ადაპტაციის კულტურული მოდელების აღწერა/ანალიზი, ასევე, ეყრდნობოდა  კულტურის წევრთა დისკურსებში ასახულ მნიშვნელობებს.

კვლევის შედეგად გამოვლენილი და აღწერილია ადაპტაციის ქართული კულტურული მოდელები. დისერტაცია ადაპტაციური ქცევის ქართული კულტურული მოდელების ემპირიული კვლევის პირველი მცდელობაა.

საკვანძო სიტყვები: 
კულტურული კოგნიცია; კულტურული მოდელი; ადაპტაციური ქცევა, ფსიქოსემანტიკა, ქართული ანდაზები.

სამეცნიერო ხელმძღვანელ(ებ)ი
    • ლალი სურმანიძე - ფსიქოლოგიის დოქტორი, ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თსუ
    • ვახტანგ ნადარეიშვილი - ფსიქოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, თსუ

კონსულტანტი
    • Bradd Shore - Goodrich C. White Professor, Department Chair, Emory University

რეცენზენტები:
    1. დალი ფარჯანაძე - ფსიქოლოგიის დოქტორი
    2. თამარ გაგოშიძე - ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის დეპარტამენტი, ნეირო და კოგნიტური ფსიქოლოგიის ინსტიტუტი
    3. Steven M. Parish - PHD, Professor and Chair, Department of Anthropology, The University of California, San Diego

დაცვის კომისია:
    1. დავით ჩარკვიანი  - საქ. მეცნ. აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი, ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი
    2. მარინე ჩიტაშვილი - პროფესორი, ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი, თსუ
    3. მანანა მელიქიშვილი -  ასოცირებული პროფესორი, ფსიქოლოგიის დოქტორი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი, თსუ
    4. ლილი ხეჩუაშვილი - ასოცირებული პროფესორი, ფსიქოლოგიის დოქტორი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი, თსუ
    5. ლია წულაძე - ასოცირებული პროფესორი, სოციოლოგიის დოქტორი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, თსუ
    6. ქეთევან ხუციშვილი -  ასოცირებული პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, თსუ
    7. აკაკი ყულიჯანიშვილი  - პროფესორი, ფილოსოფიის დოქტორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, თსუ

სწავლისა და კვლევის ფინანსური უზრუნველყოფა
  • 2015. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ახალგაზრდა მეცნიერთა გრანტი (YS/8/2-152/14) "სელფი კულტურის კონტექსტში: მოტივაცია, ემოცია, კოგნიცია", პროექტის ავტორი და შემსრულებელი; GEL16,000. აკადემიური სტაჟირება – კალიფორნიის უნივერსიტეტი სან დიეგო, სან დიეგო, კალიფორნია, აშშ.
  • 2013-2015.  შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დოქტორანტების კვლევითი გრანტი, (DO/61/2-152/13) “კულტურა, განწობა და ადაპტაციური ქცევითი სტრატეგიები: ფსიქოანთროპოლოგიური პერსპექტივა (ქართული ფოლკლორის ქეისი)", პროექტის ავტორი და შემსრულებელი; GEL21,000.
  • 2013-2014. ემორის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დეპარტამენტის დოქტორანტურის ერთი წლის სასწავლო გრანტი $28,500. ემორის უნივერსიტეტი, ატლანტა, ჯორჯია, აშშ.




                 


Print

« იხ. ყველა სიახლე