2019-11-12

კონკურსი დოქტორანტურაში სწავლისთვის ყოველსემესტრული დაფინანსების მოსაპოვებლად

თსუ  ფსიქოლოგიისა  და  განათლების  მეცნიერებათა  ფაკულტეტი  აცხადებს  კონკურსს  დოქტორანტთა  საუნივერსიტეტო  დაფინანსების  მოსაპოვებლად

კონკურსის  მიზანი :     თსუ  ფსიქოლოგიისა  და  განალთების  მეცნიერებათა  ფაკულტეტის  დოქტორანტის  ერთი  სასწავლო  სემესტრის  დაფინანსება

კონკურსის  სამიზნე  ჯგუფი :     თსუ  ფსიქოლოგიისა  და  განათლების  მეცნიერებათა  ფაკულტეტის  II, III, IV, V  და  VI  სემესტრის  დოქტორანტები  .

კონკურსში  მონაწილეობას  ვერ  მიიღებენ  :

  • პირველი  და  დამატებითი  სემესტრის  დოქტორანტები
  • დასაფინანსებელ  სემესტრში  სტატუსშეჩერებული  დოქტორანტები
  • დოქტორანტები  რომლებსაც  სრულად  არ  აქვთ  დაფარული  წინა  სემესტრის  სწავლის  საფასური
  • დოქტორანტები  რომლებსაც  სწავლის  საფასური  უფინანსდებათ  საგრანტო  პროექტის  ფარგლებში
  • დოქტორანტები  რომელთა  სწავლის  საფასურს  აფინანსებს  რომელიმე  ორგანიზაცია  ან  ფონდი

სავალდებულო  დოკუმენტაცია :   

დოქტორანტმა  ფაკულტეტის  კანცელარიაში  უნდა  წარმოადგინოს  შემდეგი  დოკუმენტები  :

  • განაცხადი  კონკურსში  მონაწილეობის  შესახებ  (   იხ  .  დანართი   2)
  • ავტობიოგრაფია  (CV)
  • სამეცნიერო  პუბლიკაციების  განხორციელებული  სამეცნიერო    კვლევითი  კვალიფიკაციის  ასამაღლებელი  და  სასწავლო  აქტივობების  ჩამონათვალი  (   შევსებული   დანართი   1    ში   მოცემული   ცხრილი და  აქტივობათა  დამადასტურებელი  დოკუმენტაცია  თსუ  ფსიქოლოგიის  კოლოკვიუმის  ფარგლებში  განხორციელებული  აქტივობის  დასადასტურებლად  ცნობის  წარმოდგენა  არ  არის  სავალდებულო  .
  • სამეცნიერო  ხელმძღვანელის  შუამდგომლობა
  • ცნობა  სტუდენტის  სტატუსის  შესახებ
  • ამონაწერი  სტუდენტის  ბარათიდან  GPA-  ის  მითითებით

მარეგულირებელი  დოკუმენტი :    დეკანის ბრძანება

საბუთების  წარდგენის  ვადები :     14.11.2019. – 22.11.2019.  10:00 – 17:00  საათი  .    

თსუ     ფსიქოლოგიისა   და   განალთების   მეცნიერებათა   ფაკულტეტი,     ოთახი 205  თბილისი ჭავჭავაძის   გამზირი   N11 ( თსუ    III  კორპუსი )
Print

« იხ. ყველა სიახლე