2018-04-02

ვორქშოპი: სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა – ღირებულებითი განათლება


მიმდინარე წლის 4 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 15:00 საათზე (აუდიტორია 311, მე–3 კორპ.) გაიმართება ვორქშოპი თემაზე "სამოქალაქო განათლების ხელშეწყობა –  ღირებულებითი განათლება", რომელსაც გაუძღვებიან ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი იზაბელა პეტრიაშვილი და ენების ცენტრის მასწავლებელი, განათლების მეცნიერებათა დოქტორი ინა ბარათაშვილი.

ვორქშოპი ტარდება  ევროკავშირის საგრანტო პროგრამის ERASMUS+- ის პროექტის "კურიკულუმის რეფორმა სამოქალაქო განათლებისა და დემოკრატიის პრინციპების  ხელშეწყობისათვის ისრაელსა და საქართველოში" (CURE) სპეციალური მობილობის  ფარგლებში ქალაქ ზალცბურგის პარიზ–ლოდრონის უნივერსიტეტში გავლილი ტრენერთა ტრენინგის პროგრამის მიხედვით.

მომხსენებლები ისაუბრებენ შემდეგ თემებზე: 
  • „ცოდნა და ღირებულებითი განათლება“ – VaKE (Values and Knowledge Education) - პროტოტიპული მიგომა და თეორიული საფუძველი
  • დილემაზე დაფუძნებული სწავლება და ღირებულებითი განათლება 
  • პრაქტიკული ქეისების (შემთხვევების) განხილვა და „ცოდნისა და ღირებულებითი განათლების“ (VaKE) პრაქტიკაში გამოყენება. 
Print

« იხ. ყველა სიახლე