2015-10-06

კონკურსი დოქტორანტურაში სწავლის ყოველსემესტრული დაფინანსების მოსაპოვებლად


ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტთა კონკურსი  საუნივერსიტეტო დაფინანსების მოსაპოვებლად

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის #126/01-01 (29.07.2015) ბრძანების შესაბამისად, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი 2015-16 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის წარადგენს 5 დოქტორანტს.

კანდიდატებს შეარჩევს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ შექმნილი კომისია.

საუნივერსიტეტო დაფინანსება არ გაიცემა:
  1. დამატებითი სემესტრის დოქტორანტებზე
  2. დოქტორანტებზე, რომელთაც სრულად არ აქვთ დაფარული წინა სემესტრის სწავლის საფასური
  3. დასაფინანსებელ სემესტრში სტატუსშეჩერებულ დოქტორანტზე

კონკურსში მონაწილეობისათვის დაინტერესებულმა დოქტორანტებმა ფაკულტეტის კანცელარიაში უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
  • განცხადება დეკანის სახელზე (იხ. დანართი 2)
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიები, პუბლიკაციები, წიგნები, მონოგრაფიები და ა.შ (ქართულ ან უცხოურ ენაზე) ამონაბეჭდი შემდეგი ფორმით: ჟურნალის თავფურცელი, სარჩევი,სტატია;
  • საკონფერენციო თეზისები (ინდექსირებული  ტომსონ როიტერის,  Web of Science-ის, Scopus-ის ან Google Scholar-ის მიერ).

საბუთების წარდგენის ვადებია: 2015 წლის  7-13 ოქტომბერი
შედეგები ცნობილი გახდება 2015 წლის 15 ოქტომბერს

იხ. ბრძანება

Print

« იხ. ყველა სიახლე