სამეცნიერო ჟურნალი – „თსუ ფსიქოლოგია“ აცხადებს სტატიების მიღებას
„თსუ ფსიქოლოგია“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალური,
საერთაშორისო, რეფერირებადი, ბილინგვური, ელექტრონული ჟურნალია, რომელიც ეძღვნება ფსიქოლოგიის
სხვადასხვა სფეროს აქტუალურ სამეცნიერო პრობლემებს.
ჟურნალი აქვეყნებს ფსიქოლოგიისა და მომიჯნავე ინტერდისციპლინური
სფეროებისთვის რელევანტურ,
აქტუალური სამეცნიერო პრობლემების ამსახველ
თეორიულ, მეთოდოლოგიურ
და
ემპირიულ-კვლევით სტატიებს.
განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ემპირიულ კვლევებზე,
რომლებიც ეფუძნება რაოდენობრივ, თვისებრივ და შერეულ მეთოდოლოგიას.
ჟურნალში სტატიის გამოქვეყნება შეუძლიათ
მკვლევრებს მსოფლიოს მასშტაბით. წახალისებულია ერთობლივი
საერთაშორისო პროექტების შედეგად განხორციელებული კვლევების ამსახველი სტატიები, რომელთაც
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ადაპტირებისა და დანერგვის პოტენციალი გააჩნია და პასუხობს
სხვადასხვა პოპულაციის, კულტურისა და საზოგადოების საჭიროებებს.
სტატიის წარდგენა ხდება ელექტრონულად (იხ. ავტორის გზამკვლევი).
მოხარული ვიქნებით, თუ გადაწყვეტთ სტატიის წარდგენას ჟურნალში – „თსუ ფსიქოლოგია“.
სტატიის მიღების ბოლო ვადა:
1 დეკემბერი, 2017 წ.
ელ–ფოსტა: tsu.psychology@tsu.ge
Call for Papers for First Issue of TSU PSYCHOLOGY
The TSU PSYCHOLOGY is the official international bilingual peer review electronic journal of the TSU Faculty of Psychology and Educational Sciences, and is dedicated to actual problems within Psychological disciplines.
The journal publishes empirical, theoretical, methodological, and practice-oriented articles covering topics relevant to actual problems of psychology and interdisciplinary studies.
Particular consideration is given to empirical articles using quantitative, qualitative, and mixed methodology.
The journal welcomes manuscripts from scholars throughout the world, including research from multi-site international projects and work that has the potential to be adapted to and implemented around the globe to address the needs of diverse populations, cultures, and communities.
We hope you will consider submitting your research to TSU PSYCHOLOGY.
Submission Deadline:
December 1, 2017
email: tsu.psychology@tsu.ge