ბეჭდვა |/ დახურვა |
შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, "ქართული ფსიქოლოგიური ჟურნალი" ახანგრძლივებს ვადას მეორე ნომერში გამოსაქვეყნებელი ჟურნალების მიღებისთვის.
„ქართული ფსიქოლოგიური ჟურნალი“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალური, საერთაშორისო, რეფერირებადი, ორენოვანი ჟურნალია, რომელიც ეძღვნება ფსიქოლოგიის სხვადასხვა სფეროს აქტუალურ სამეცნიერო პრობლემებს.
ჟურნალი აქვეყნებს ფსიქოლოგიისა და მომიჯნავე ინტერდისციპლინური სფეროებისთვის რელევანტურ, აქტუალური სამეცნიერო პრობლემების ამსახველ თეორიულ, მეთოდოლოგიურ და ემპირიულ-კვლევით სტატიებს. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ემპირიულ კვლევებზე, რომლებიც ეფუძნება რაოდენობრივ, თვისებრივ და შერეულ მეთოდოლოგიას.
ჟურნალში სტატიის გამოქვეყნება შეუძლიათ მკვლევრებს მსოფლიოს მასშტაბით. წახალისებულია ერთობლივი საერთაშორისო პროექტების შედეგად განხორციელებული კვლევების ამსახველი სტატიები, რომელთაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ადაპტირებისა და დანერგვის პოტენციალი გააჩნია და პასუხობს სხვადასხვა პოპულაციის, კულტურისა და საზოგადოების საჭიროებებს.
„ქართული ფსიქოლოგიური ჟურნალის“ სტატიები მისაწვდომი იქნება ელექტრონული ფორმით „ჟურნალების ღია სისტემებისთვის“ (Open Journal Systems) და თსუ-ის გამომცემლობის ვებგვერდზე.
ავტორებს სტატიის წარდგენა შეუძლიათ ელექტრონულად (იხ. გზამკვლევი ავტორებისთვის).
სტატიები მიიღება 2020 წლის 31 მაისის ჩათვლით.
ელფოსტა: gpj@tsu.ge
The Georgian Psychological Journal (GPJ) is the official international bilingual peer review journal of the Faculty of Psychology and Educational Sciences at the Ivane Javakhishvili Tbilisi State University and is dedicated to actual problems within psychological disciplines. The journal publishes empirical, theoretical, methodological, and practice-oriented articles covering topics relevant to actual problems of psychology and interdisciplinary studies. Particular consideration is given to empirical articles using quantitative, qualitative, and mixed methodology. The journal welcomes manuscripts from scholars throughout the world, including research from multi-site international projects and work that has the potential to be adapted to and implemented around the globe to address the needs of diverse populations, cultures, and communities. The articles accepted by the “Georgian Psychological Journal” will be available in the printed form as well as online in the Open Journal Systems and on the website of Tbilisi State University Press
Submission Deadline:
May 31, 2020
Email: gpj@tsu.ge