2019-02-18

ესეების კონკურსი ქართული პარლამენტარიზმის იუბილესთან დაკავშირებით


ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოცხადდა ესეების კონკურსი სახელწოდებით - "საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება - 100". 

საკონკურსო ესე უნდა შეეხებოდეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრებასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებს: არჩევნები, პოლიტიკური პარტიები, ქალი დეპუტატები, ეთნიკური უმცირესობები, კრების მიერ მიღებული კანონები, კონსტიტუცია და სხვ. 

საუკეთესო ნაშრომების ავტორები დაჯილდოვდებიან საიუბილეო ღონისძიებაზე, რომელიც გაიმართება 12 მარტს. 

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა საკონკურსო ესე უნდა წარადგინონ თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარიაში არა უგვიანეს 4 მარტისა.

კონკურსის კოორდინატორი: დიმიტრი ჩუბინიძე. ელ-ფოსტა: dimitri.chubinidze@tsu.ge
Print

« იხ. ყველა სიახლე