2015-10-23

თსუ ფსიქოლოგიის დეპარტამენტმა ბრემენის უნივერსიტეტის ბავშვთა და მოზარდთა კლინიკური ფსიქოლოგიისა და რეაბილიტაციის ცენტრის პროფესორების ლექციებს უმასპინძლა



  თეონა ლოდიას ფოტო
5-17 ოქტომბერს თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტმა ბრემენის უნივერსიტეტის პროფესორებს უმასპინძლა. ბრემენის უნივერსიტეტის ბავშვთა და მოზარდთა კლინიკური ფსიქოლოგიისა და რეაბილიტაციის ცენტრის პროფესორებმა - ფრანც პეტერმანმა და ულრიკე პეტერმანმა თსუ ფსიქოლოგიის დეპარტამენტის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის სასწავლო-პრაქტიკული სემინარების სერია გამართეს. სემინარები შემდეგ თემებს შეეხებოდა:
  • სოციალური ფობიის დიაგნოსტიკა და თერაპია
  • დეპრესიის დიაგნოსტიკა და თერაპია
  • ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის დიაგნოსტიკა და თერაპია
  • თერაპია აგრესიული ქცევის შემთხვევაში
 
   თეონა ლოდიას ფოტო
პროექტი განხორციელდა გერმანიის აკადემიური გაცვლითი პროგრამის (DAAD) და თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მხარდაჭერით.


  თეონა ლოდიას ფოტო

#research&development

Print

« იხ. ყველა სიახლე