2018-11-30

საკონსულტაციო ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა 2-დღიანი ტრენინგი "პერსონალური ეფექტურობის ფსიქოლოგია: მიზნების დასახვა და დროის მართვა",

ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს თსუ საკონსულტაციო ცენტრის ორგანიზებით ჩაუტარდათ 2- დღიანი ტრენინგი " პერსონალური ეფექტურობის ფსიქოლოგია : მიზნების დასახვა და დროის მართვა ", რომლის ფარგლებშიც მონაწილეები გაეცნენ წარმატების ფენომენს , მიზნების ეფექტურად დასახვის და დროის მართვის თანამედროვე მოდელებს .

ტრენინგს გაუძღვა ფსიქოლოგი , კარიერის მენეჯმენტის სპეციალისტი - მერი ტარიელაშვილი .

მონაწილეთა აბსოლუტური უმრავლესობა შეფასებისას აღნიშნავს , რომ ტრენინგი ძალიან საინტერესო და სასარგებლო იყო . მთავარი კი ისაა , რომ სტუდენტებმა უკვე დაიწყეს ტრენინგზე მიღებული ინფრომაციის პრაქტიკაში გამოყენება , ისინი ბევრად ეფექტურად გეგმავენ და აკონტროლებენ საკუთარ დროს .

 

Print

« იხ. ყველა სიახლე