2018-03-20
ღია კარის დღე ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე
29 მარტს, 15:00 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი გიწვევთ ღია კარის დღეზე.
მიიღეთ ამომწურავი ინფორმაცია ყველაზე მოთხოვნადი პროფესიის, ფსიქოლოგიის შესახებ. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, ლექტორებთან და სტუდენტებთან შეხვედრაზე აბიტურიენ
ტები გაეცნობიან ფაკულტეტზე მოქმედ პროგრამებს, ღონისძიებებს, საზღვარგარეთის წამყვან უნივერსიტეტებთან გაცვლით პროგრამებსა და სტუდენტური ცხოვრების მრავალფეროვნებას. გელით!
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 11 უნივერსიტეტის მე-3 კორპუსი.
« იხ. ყველა სიახლე