ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-01-27

ჯავახიშვილის ფორუმი 2016


თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი აცხადებს მოხსენებათა კონკურსს ივ. ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ 2016 წლის სამეცნიერო ფორუმზე წარსადგენად

  1. მოხსენებათა კონკურსი თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონაკლისთვის

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებატა ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს, უნივერსიტეტში დასაქმებულ დოქტორის აკადემიური ხარისხის მფლობელ პირებსა და ემერიტუსებს.

ფორუმისთვის, კონკურსის წესით, შეირჩვევა ფაკულტეტის სამეცნიერო პროფილის შესაბამისი ერთი მოხსენება.გამარჯვებული დაჯილდოვდება ფულადი პრემიით - 5000 ლარი. საპრემიო თანხა გადაეცემა მოხსენებების ავტორებს, ან ავტორთა ჯგუფს.

 
მოთხოვნები:

მოხსენება უნდა ასახავდეს წინა სამი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო კვლევების შედეგებს.
ხანგრძლივობა: 30-40 წთ.

მოხსენების ტექსტის სტანდარტი: 
  • ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს A4 ზომის სტანდარტულ ფურცელზე 
  • შრიფტის სახე - Sylfaen 
  • ტექსტის შრიფტის ზომა - 12 
  • თავები/ქვეთავების შრიფტის ზომა - 16/14 
  • სქოლიოს შრიფტის ზომა -10 
  • სტრიქონებს შორის მანძილი - 1,5 ინტერვალი 
  • ფურცლის გვერდზე ტექსტის მინდორი: მარცხნიდან - 3 სმ, მარჯვნიდან -1სმ, ზემოდან -2.5 სმ, ქვემოდან 2.5ს 
  • შენიშვნები და დამატებითი ინფორმაცია სქოლიოების სახით, საჭიროების შემთხვევაში, დაერთვის თითოეული გვერდის ბოლოს უწყვეტი ნუმერაციით. შენიშვნების/სქოლიოების შრიფტის ზომა: 10 
  • ტექსტში უნდა იყოს მითითებები ხსენებულ კვლევებზე, ტექსტს თან უნდა ერთვოდეს შესაბამისი ბიბლიოგრაფია

სამეცნიერო ფორუმში მონაწილეობის მსურველებმა მოხსენება უნდა ჩააბარონ ფაკულტეტის კანცელარიაში, ხოლო ელექტრონული ვერსია უნდა გაგზავნონ არა უგვიანეს 29 თებერვლისა ელექტრონულ მისამართზე: dimitri.chubinidze@tsu.ge 


2. მოხსენებათა კონკურსი თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სამივე საფეხურის სტუდენტს.

ფორუმისთვის, კონკურსის წესით (ფაკულტეტის საბჭოს მიერ), შეირჩვევა ფაკულტეტის სამეცნიერო პროფილის შესაბამისი სამი მოხსენება (ერთი ბაკალავრიატის, ერთი მაგისტრატურის და ერთი  დოქტორანტურის). გამარჯვებული დაჯილდოვდება ფულადი პრემიით (დოქტორანტი – 1 500 ლარით; მაგისტრანტი – 1000 ლარით; ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტი – 500 ლარით). საპრემიო თანხა გადაეცემა მოხსენებების ავტორებს, ან ავტორთა ჯგუფებს.

მოთხოვნები:

ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტის მოხსენება უნდა ეფუძნებოდეს სამეცნიერო შედეგებს, რომლებიც ასახულია წინა წლის განმავლობაში გამოქვეყნებულ სამეცნიერო ნაშრომში, ან  მოსმენილია წინა წლის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციაზე და ფაკულტეტის საბჭო მიიჩნევს საუკეთესოდ. დოქტორანტის სამეცნიერო მოხსენება უნდა ეფუძნებოდეს სამეცნიერო შედეგებს, რომლებიც ასახულია წინა წლის განმავლობაში გამოქვეყნებულ სამეცნიერო ნაშრომში.

მოხსენების ხანგრძლივობა: 20-30 წთ.

მოხსენების ტექსტის სტანდარტი: 

  • ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს A4 ზომის სტანდარტულ ფურცელზე 
  • შრიფტის სახე - Sylfaen 
  • ტექსტის შრიფტის ზომა - 12 
  • თავები/ქვეთავების შრიფტის ზომა - 16/14 
  • სქოლიოს შრიფტის ზომა -10 
  • სტრიქონებს შორის მანძილი - 1,5 ინტერვალი 
  • ფურცლის გვერდზე ტექსტის მინდორი: მარცხნიდან - 3 სმ, მარჯვნიდან -1სმ, ზემოდან -2.5 სმ, ქვემოდან 2.5ს 
  • შენიშვნები და დამატებითი ინფორმაცია სქოლიოების სახით, საჭიროების შემთხვევაში, დაერთვის თითოეული გვერდის ბოლოს უწყვეტი ნუმერაციით. შენიშვნების/სქოლიოების შრიფტის ზომა: 10 
  • ტექსტში უნდა იყოს მითითებები ხსენებულ კვლევებზე, ტექსტს თან უნდა ერთვოდეს შესაბამისი ბიბლიოგრაფია

სამეცნიერო ფორუმში მონაწილეობის მსურველებმა მოხსენება უნდა ჩააბარონ ფაკულტეტის კანცელარიაში, ხოლო ელექტრონული ვერსია უნდა გაგზავნონ არა უგვიანეს 29 თებერვლისა ელექტრონულ მისამართზე: dimitri.chubinidze@tsu.ge

კანცელარიაში წარმოდგენილ მოხსენებას თან უნდა ერთვოდეს ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის წერილობითი რეკომენდაცია. სტუდენტმა განაცხადში უნდა მიუთითოს თავისი და სხვა  თანაავტორების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სამეცნიერო წვლილი.


ივ. ჯავახიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი 2016 წლის სამეცნიერო ფორუმი გაიმართება 2016 წლის 25 აპრილს

ბრძანება
შეფასების კრიტერიუმი

Print

« იხ. ყველა სიახლე