2019-05-08

ქეისების განხილვის კონკურსი ‘’ახალი გამოწვევა’’

თსუ- ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლების დეპარტამენტის ორგანიზებით ტარდება ქეისების განხილვის კონკურსი ‘’ ახალი გამოწვევა’’.

ქეისი არის კონკრეტული შემთხვევა, მაგალითი. მისი განხილვა და მოცემული პრობლემის გადაჭრა თეორიული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების უნარს ავითარებს.

კონკურსი მოიცავს 3 მიმართულებას:

სოციალური ფსიქოლოგია

შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია;

ინკლუზიური განათლება;

კონკურსი შედგება სამი ეტაპისაგან:

I სესია: ჯგუფებს გადაეცემათ ქეისი სოციალური ფსიქოლოგიიდან. თითოეულ გუნდს მოუწევს ქეისის განხილვა თეორიაზე დაყრდნობითა და არგუმენტირებული მსჯელობით პასუხის დაფიქსირება. პასუხები გადაეცემა ჟიურის, რომელიც თითოეულ გუნდს მიანიჭებს ქულას შესაბამისი კრიტერიუმის მიხედვით.

II სესია:   ჯგუფებს გადაეცემათ ქეისი ინკლუზიური განათლებიდან. თითოეულ გუნდს მოუწევს ქეისის განხილვა თეორიაზე დაყრდნობითა და არგუმენტირებული მსჯელობით პასუხის დაფიქსირება. პასუხები გადაეცემა ჟიურის, რომელიც თითოეულ გუნდს მიანიჭებს ქულას შესაბამისი კრიტერიუმის მიხედვით.

III სესია. ჯგუფებს გადაეცემათ ქეისი შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიიდან. თითოეულ გუნდს მოუწევს ქეისის განხილვა თეორიაზე დაყრდნობითა და არგუმენტირებული მსჯელობით პასუხის დაფიქსირება. პასუხები გადაეცემა ჟიურის, რომელიც თითოეულ გუნდს მიანიჭებს ქულას შესაბამისი კრიტერიუმის მიხედვით.

ყოველი სესიის დასრულების შემდეგ ქეისები განიხილება სპეციალისტთან ერთად.

საბოლოოდ დაჯამდება სამივე სესიის ქულები და    ჯამური რაოდენობის მიხედვით გამოვლინდება პირველი და მეორე ადგილის მფლობელი გუნდები.

  პირველ ადგილზე გასულ გუნდს გადაეცემა    300 ლარი;

  მეორე ადგილზე გასულს –150 ლარი;

პროექტის ყველა მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

გუნდი დაკონპლექტებული უნდა იყოს არაუმეტეს 3 წევრისგან!!

პროექტი გათვლილია მხოლოდ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის და მათთვის, ვისაც აღნიშნული ფაკულტეტი მაინორად აქვთ არჩეული.

  სტუდენტების რეგისტრაცია დასრულდება 10 მაისს;

  პროექტის პირველი სესია ჩატარდება 17 მაისს.

  მეორე სესია ჩატარდება 21 მაისს.

  მესამე სესია და გამარჯვებულის გამოვლენა   24 მაისს.

Print

« იხ. ყველა სიახლე