ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-05-11

ახალგაზრდული კონფერენცია - გოგებაშვილის პედაგოგიკა გამოწვევები დღეს


2016 წელს შესრულდა იაკობ გოგებაშვილის "დედა ენის" პირველი ბეჭდური გამოცემიდან (1876წ.) 140 წელი.

კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი მიმდინარე წლის შემოდგომაზე გეგმავს ახალგაზრდული კონფერენცის  "გოგებაშვილის პედაგოგიკა  გამოწვევები დღეს" ჩატარებას.

ცენტრი განათლების საკითხებით დაინტერესებულ სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს შესთავაზებს საკითხთან დაკავშირებული საარქივო მასალის ჩამონათვალს. სტუდენტებს საშუალება ექნებათ, მათ მიერ შერჩეული თემატიკის მიხედვით იმუშაონ გოგებაშვილის და XIX საუკუნის სხვა ცნობილი საზოგადო მოღვაწეების საარქივო მასალის ორიგინალებზე ცენტრის სამკითხველო დარბაზში.


დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ  იხილოთ  ვებ-გვერდი
ლიფლეტი


Print

« იხ. ყველა სიახლე