ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-11-27

ცხადდება კანდიდატთა შერჩევა ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისათვის სასტიპენდიო წახალისების მიზნით


გამოცხადდა კანდიდატთა შერჩევა პროგრამაზე - „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტთა ფინანსური წახალისების მიზნით

,,პროგრამის,, სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს ” ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ან / და დიპლომირებული მედიკოსის / სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტებზე საახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ “ რექტორის 2015 წლის 24 ნოემბრის №: 214 / 01-04 ბრძანებით განისაზღვრა ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტთათვის სტიპენდიების მინიჭების წესი ( იხ: სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2015 წლის 24 ნოემბრის  ბრძანება)
 
აღნიშნული ბრძანების შესაბამისად,  ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტიდან უნდა დაფინანსდეს მიმდინარე სემესტრში აქტიური სტატუსის მქონე ბაკალავრიატის საფეხურის 38  სტუდენტი. სტიპენდიით დაფინანსება ითვალისწინებს უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტთა დაფინანსებას თსუ–ში  წინა სემესტრში მიღებული ქულების შედეგების გათვალისწინებით, შერჩევის საფუძველზე . ასევე, დაფინანსება გაიცემა იმ სტუდენტებზე, რომელთაც წინა კალენდარულ სემესტრში შეჩერებული ჰქონდათ სტუდენტის სტატუსი უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გამო, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს მუნდუსის პროექტების, საერთაშორისო საგანამანთლებლო პროგრამებისა და თსუ-სა და უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებებს (პარტნიორ უნივერსიტეტებს) შორის გაფორმებული ხელშეკრულებების/მემორანდუმების საფუძველზე.

შერჩევის პროცესში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია :  

1) პირადი განცხადება ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის სახელზე (იხილე ბმული);
2) პირადობის მოწმობის ასლი;
3) წინა სემესტრის განმავლობაში ჩატარებულ კონფერენციებში მონაწილეობის/გამარჯვების დამადასტურებელი სერთიფიკატის ასლი, კონფერენციის პროგრამა, ჩატარების თარიღის მითითებით.
4) გამოქვეყნებული ნაშრომის ასლი სადაც ნაჩვენები იქნება კრებულის დასახელება, კრებულის სარჩევი, ნაშრომის სათაური, გამოცემის ადგილი და თარიღი; სამეცნიერო ნაშრომი ასევე გამოქვეყნებული უნდა იყოს წინა სემესტრში (2015 წლის 2 თებერვლიდან  2015 წლის 14 სექტემბრამდე) , რაც უნდა დასტურდებოდეს სამეცნიერო ნაშრომის წარმოდგენილი ასლით.
5) ბეჭდით დამოწმებული საბანკო რეკვიზიტი საქართველოს ბანკიდან (ანგარიშის ნომრის ამონაწერი საქართველოს ბანკიდან) პირადი სტუდენტური ანგარიშის ნომრის მითითებით.

შენიშვნა: წინა სემესტრის პერიოდში იგულისხმება ადმინისტრაციული რეგისტრაციის დაწყებიდან მომდევნო სემესტრის დაწყებამდე პერიოდი (2 თებერვლიდან 14 სექტემბრამდე)

საბუთების მიღება იწარმოებს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა მომსახურების ცენტრში - თსუ III კორპუსი, 107-ე ოთახი, 30 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით 10-დან 17 საათამდე, შესვენება 13-14 საათამდე

გისურვებთ წარმატებებს!

თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის წესი სტუდენტთა დაფინანსების შესახებ

განცხადების ფორმა

Print

« იხ. ყველა სიახლე