2016-03-24

კონკურსი დოქტორანტურაში სწავლისთვის ყოველსემესტრული დაფინანსების მოსაპოვებლად


თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტთა კონკურსი  საუნივერსიტეტო დაფინანსების მოსაპოვებლად

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის #126/01-01 (29.07.2015) ბრძანების შესაბამისად, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი 2015-16 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის წარადგენს 5 დოქტორანტს.

კანდიდატებს შეარჩევს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ შექმნილი კომისია.

საუნივერსიტეტო დაფინანსება არ გაიცემა:
  1. დამატებითი სემესტრის დოქტორანტებზე
  2. დოქტორანტებზე, რომელთაც სრულად არ აქვთ დაფარული წინა სემესტრის სწავლის საფასური
  3. დასაფინანსებელ სემესტრში სტატუსშეჩერებულ დოქტორანტზე

კონკურსში მონაწილეობისათვის დაინტერესებულმა დოქტორანტებმა ფაკულტეტის კანცელარიაში უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
  • განცხადება დეკანის სახელზე (იხ. დანართი 2)
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო სტატიები, პუბლიკაციები, წიგნები, მონოგრაფიები და ა.შ (ქართულ ან უცხოურ ენაზე) ამონაბეჭდი შემდეგი ფორმით: ჟურნალის თავფურცელი, სარჩევი,სტატია;
  • საკონფერენციო თეზისები (ინდექსირებული  ტომსონ როიტერის,  Web of Science-ის, Scopus-ის ან Google Scholar-ის მიერ).
  • ავტობიოგრაფია(CV);
  • სამეცნიერო ხელმძღვანელის შუამდგომლობა;
  • ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
  • ამონაწერი სტუდენტის ბარათიდან GPA-ისითითებით.

საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 5 აპრილი


იხ. ბრძანება
ბრძანება დამატებითი ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ
Print

« იხ. ყველა სიახლე